ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი II )

                                                                                                                      ***
  ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა სჭირდება, მე მხოლოდ ღიმილი. დიახ! მხოლოდ ღიმილი გახდა საკმარისი იმისთვის რომ დამევიწყებინა სიკვდილი და დაუბრუნებულიყავი იმ საქმეს რაც ასე მიყვარს. ვწერდი დილამდე და შემდეგ დილამდეც, ვწერდი უწყვეტად სიგარეტის კვამლში გახვეული და ასე ფიქრისას, მხოლოდ ერთ წერტილს მიჩერებული ვახარისხებდი წინადადებებს გონებაში. ვწერდი სიყვარულზე, მაშასადამე იმ გოგონაზე რომელსაც სწამდა სიყვარულის - ნათელ ფერებში. ადამიანი, რომელმაც სულ რამოდენიმე წუთში მაგრძნობინა ის რაც ჭეშმარიტია, ხოლო ეს გრძნობა მე ფრაზებად ვაქციე, ფრაზები წინადადებად, ხოლო ის შემდგომში ნაწარმოებად იქცა და აი აქ უკვე დასრულდა. პლაგიატიზმში კი, თუ არ ჩამეთვლება, თხზულების ბოლოს პატარა ციტატაც დავურთე : გწამდეთ და იხილავთ! სიყვარულს ნათელ ფერებში. ავტორი : მე . ალბათ გგონიათ რომ გავგიჟდი და ჭკუიდან მთლად შევიშალე?! არც უარყოფ მეგობრებო მე გავგიჟდი. მე შევიშალე და გარდავიქმენი ერთი ღამეში ადამიანად, რომელსაც უყვარს. უბრალოდ უყვარს და ეს უბრალოება კი არა, ეს ყველაფერია მთელს სამყაროში. ჩემს ღია ფანჯარასთანაც დავდექი გამთენიისას და მთელს ხმაზეც ვიყვირე უსაზღვრო ემოციებს რომ არ მოვემწყვდიე ჩემსავე ნაწარმოებში. მე უნდა გამოვსულიყავი მისგან, თავი დამეღწია და პირდაპირ მის რეალურ გმირთან წავსულიყავი. ერთი რისი გააზრებაც შევძელი ის იყო რომ ჯერ მხოლოდ დილის 6 საათია და მას ალბათ, ახლა მშვიდად სძინავს. ის რაც ასე მაკლდა უკვე ჩემში იყო და მეც მოვიპოვე სიმშვიდე. ერთ კეთილ რჩევას მოგცემთ ადამიანებო... ნუ იტყვით რომ სასიყვარულო ლექსებისა და სონეტების მიძღვნა ჩვენს დროში ბანალურია! ნუ იტყვით რომ ყვავილებისა ჩუქება და მისთვის თბილი სიტყვების თქმა სისულელეა და მთავარი მხოლოდ თვალებია! მხოლოდ თვალები ვერ იმეტყველებენ მშვენიერი ლექსების გარეშე. თვალებში არ გაღვივდება ის ნაპერწკალი ამ ყველაფრის გარეშე და მეტსაც გეტყვით, ის ჩაქრება ამ ყველაფრის გარეშე, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვაბანალურებთ. ეს სიყვარულია - სიყვარულის გარეშე. უემოციოდ მივიწყებული ფრაზები და სიცარიელე... შესაძლოა პირველად მიყვარს, მაგრამ მეც ხომ ვიცი, რაღაც ამ გრძნობის შესახებ?!  როგორც მითხრეს ის ნათელ ფერებშია! (ღიმილი)

                                                                                                                                  *** 
-ეს ნამდვილად შენ დაწერე? -ფურცლებით ხელში, ეჭვნარევად მიყურებდა და თან კიდევ ერთხელ ავლებდა თვალს  ფრაზებს ნაწარმოებიდან.
-კი.
-და ვინმემ იცის შენს შესახებ.
-იცის... -მოკლედ ვუპასუხე.
-ვინ?
-მხოლოდ შენ.
-ეს არ არის საკმარისი -მითხრა მარიამმა და თან მის მეგობარს ხელით რაღაც ანიშნა.
-რას გულისხმობ?
-ყველაფერს ახლავე გაიგებ 
-...
-კამერა აქ გაქვს?
-რა ხდება?
-ეს არაჩვეულებრივი ადამიანი უნდა გადავიღოთ...
-ეგ როგორ? -ახლა მთლად დავიბენი.
-დამშვიდდი, ლევან. ეს ფრაზები შთამბეჭდავია და შენ არა მარტო უნდა გკითხულობდნენ, არამედ უნდა გისმინონ კიდეც.
-კი, მაგრამ...
-ნუ ნერვიულობ და კამერებიც ნუ შეგაშინებს. აქ არავინაა. შენ უბრალოდ დაჯდები ამ სკამზე, სახით ობიექტივსკენ და ისაუბრებ იმაზე რაც გინდა.
-ასე მარტივად?
-ხომ გეუბნები ეს ნაწერები, ეს უბრალოდ მშვენიერია. რატომ უნდა დარჩეს ავტორი მისივე ფრაზებს მიღმა?!
-კარგი აზრია, მარიამ -გაეღიმა ოპერატორს და მაშინვე ისევ უკან კამერებისკენ წავიდა. -გამომყევით, ლევან.
-ვერ შევძლებ...
-არა მგონია იყოს რაიმე ისეთი რასაც შენ ვერ შეძლებ.

  და მოულოდნელად კამერების პირისპირ აღმოვჩნდი. მის მიღმა კი მარიამი თავისი გაბრწყინებული მზერით მამხნევებდა და ჩურჩულით გადმომძახებდა ხოლმე რომ "მე შევძლებ". წუთით პაუზა ვითხოვე რათა ეს ყველაფერი კარგად აღმექვა და გამახსენებინე დღე, როდესაც ამ საგამოფენო დარბაზში შემოვაბიჯე. თურმე რა უცებ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. სიტყვებით რომ ვერ აღწერ, ზუსტად ის ამაღელვებელი ემოციები ტრიალებდა ჩემში. წამით უცნაურმა კანკალმაც კი ამიტანა, მაგრამ შევძელი თავის ხელში აყვანა.
მე შევძელი : 

  -გზა - მის გაფიქრებაზე მაშინვე ვაიგივებთ სიშორესთან. კილომეტრები, ცარიელი გზატკეცილი, ციცაბო ბილიკი ეს სიშორეა რაღაცასთან. სწორედ იმისკენ რისკენაც მივდივართ. ხან გვეზარება ამ გზის გავლა, თუმცა გვიყვარს სიმაღლეების დაპყრობა. გვეშინია მიხვეულ-მოხვეული ბილიკისაც მაგრამ თუ ვინმე გვკითხავს ჩვენ ვეტყვით რომ გვიყვარს ბუნებაში ხეტიალი. წვიმა - რა თქმა უნდა შეყვარებულებისთვის ეს ცეკვაა ძლიერ თქეშში მაგრამ ის ვინც გუშინ იძახდა რომ უყვარს წვიმა, ახლა ამ წამს, ამ კარგად ნაცნობი შეყვარებულების გვერდით, ეს ესაა ქოლგით ჩაიარა. ადამიანები - ისინი ეხმარებიან ერთმანეთს, სჩადიან კეთილ საქმეებს უანგაროდ და სწამთ ნათელი მომავლის, თუმცა არც მთლად ასეა. გამოჩნდებიან ისეთი "ჭკუად მყოფელები", რომლებიც იტყვიან რომ სიკეთე რაღაცის გულისთვის ან ვინმეს დასანახავად გააკეთა, იმ მართლაც კეთილმა ადამიანმა, როდესაც თავად ეს "ჭკუად მყოფელი" უფერული ცხოვრებით შემოიფარგლება და ამ უაზრობისაგან და უქონლობის გამო სხვა არც დარჩენია რაიმე სათქმელი, ცრუ ბრალდებების გარდა. ხელოვნება, მწერლობა - ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ლექსი, მაგრამ არ გვიყვარს კითხვა, გვიყვარს მხატვრობა თუმცა მხატვრები უსახსრობის გამო იღუპებიან. გვიყვარს ხელოვანი ხალხი თუმცა ისინი თავს იკლავენ მარტოობისგან. სამშობლო - ჩვენ პატრიოტიზმით ვივსებით, როდესაც ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს ვიძახით მაგრამ ეს არაა პატრიოტიზმი და ნუ აურევთ ამას. გვიყვარს მეუღლე მაგრამ ვღალატობთ, ვოცნებობთ შვილებზე, ვიღაც კი აშვილებს მას, ვამაყობთ მშობლებით, თუმცა მათ ვაყურებინებთ თუ როგორ ენგრევა ცხოვრება თავზე მის უგუნურ შვილს. ხოლო მეგობრები ხომ ეს ერთ მუშტად შეკრული ბავშვობიდან მოყოლებული სიძლიერეა! აქ კი საკმარისია, რომ, რომელიმე მათგანს ცხოვრებამ მისცეს ძალაუფლება, ქრებიან მეგობრები და მშობლებიც, დები და ძმებიც მათი ცხოვრებიდან. ჩვენ კი გავურბივართ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს, ხელს ვკრავთ მათ და თუ არ ვიქნებით ბედნიერნი, ნუ დავადანაშაულებთ მათ! ამაშია ჩვენი სისუსტე. სხვა შემთხვევაში არ შეგვაშინებდა გზის სიშორის, არ გავექცეოდით წვიმას ქოლგით ხელში, არ დავკარგვდით ადამიანებს - ადამიანობასთან ერთად. განა მე, ერთ უბრალო მწერალს შემწევს ძალა შევიმეცნო თქვენთან იმაზე, რაზედაც არა ერთი თქმულა?! მხოლოდ ჩემი აზრია მეგობრებო და ნუ გაგაბოროტებთ ეს!  მეც ბედუინი ვარ და თქვენთან ერთად მოვყვები გზას, რომელიც არაფრით განსხვავდება თქვენი გზისგან, უბრალოდ გზა აქამდე მართლაც რომ უკაცრიელი იყო ჩემთვის. ახლა კი მარტო აღარ ვარ?! ახლა მე მყავხართ თქვენ ისეთი, როგორიც ხართ, თქვენ...

-გადაღებულია!

                                                                                                                                ***
აღარ თენდება... 
კვალავ ღია ფანჯარასთან მდგარი, ღრმად ვისუნთქავ გრილ ჰაერს,
თუმცა გახშირებულ სუნთქვას მაინც არ შველის, სუსხიანი დილა.
ნეტავ გათენდებოდეს.
შიგ და შიგ ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე რომ წინა დღეების განწყობას ვერაფერი გააფუჭებს.
ბრძოლა მინდა! ბრძოლა...
მინდა ვიბრძოლო არა საკუთარი თავისთვის, არამედ მისთვის. მე მიყვარს ის, თან ძალიან და ვიცი რომ ეს სიძლიერეა, რომელიც ჩემს სენსაც კი გააქრობს ჩემი სხეულიდან. სწორედ ეს მომწონს ახლანდელ "მე"-ში, მე გარდავიქმნები და ვიწყებ მგრძნობელობას პირველად ამ სიცოცხლეში. თურმე რა ძალა ჰქონია სიყვარულს?! ადრე ფიქრი და აზრების დალაგებაც კი მიჭირდა ხოლმე, ახლა კი სულ მეფიქრება და აი... გადავწყვიტე კიდეც ბრძოლა.
ისე...გჯერათ სასწაულების?
უნდა ირწმუნოთ, რადგან რაც ადამიანის გონებისთვის შეუცნობლად შეუძლებელია ის  ახდება, ისე როგორზეც გვიოცნებია. სხვა გვარად ჩემს სენს ხომ არც არაფერი დაამარცხებს გარდა "შეუძლებლის"?!
ტკივილზე დავწერ...
ავღწერ იმ ყველაფერს რასაც განვიცდი სახლში მარტო დარჩენილი. ნამდვილად! დავწერ და ვაღიარებ რომ ავად ვარ. სიტყვებად, წინადადებად, ფრაზებად ვაქცევ ჩემს ტკივილს ქაღალდზე და არ გამოვტოვებ არც ერთ დღეს. მოვყვები იმას თუ როგორ იყინება ძარღვებში სისხლი, აღსასრულის ფიქრზე. დავწერ თუ რას განიცდის ადამიანი, როდესაც პირადად ეჩეხება სიკვდილს. შემდეგ კი მე მას დავწვავ. ყოველ სიტყვასა და ფრაზას. ეს იქნება დასასრულის, დასაწყისი.მე ხომ მწერალი ვარ და მეპატიება მსგავსი სიგიჟე. დარნარჩენი კი წინ არის. ხომ დადგება ხვალინდელი დღეც?
რა თქმა უნდა დადგება, რადგან ამ ფიქრების დროს ნანატრმა მზემაც გამოანათა.
გათენდა...


                                                                                                                               
                                                                                                                        (გაგრძელება იქნება)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები