ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2017


ახალ წელს გილოცავთ!!! მრავალს დაესწარით ღვთისნიერად და გულიანად!!!

  მუზა,მუხის ვარდები ( სიზმრისეული ნაყოფის)

ცას აწვდენილი მუხის დგას ვარდი
და კვირტებს ისხამს რკოების ნაცვლად.
მზე ისე ელავს, არ აჩენს სახეს
და სხივი მისი, სიყვარულს მარცვლავს.
თუმც უნდობელად დღე იცვლის ნათელს.
არავინ იცის, იქნება როგორ?...
მაგრამ ეს მუხა ცამდე რომ აღწევს,
იქნება ჩემთვის თავი და ბოლოც.
და თუ კი ზოგჯერ ეკალი მაყრის,
ფიანდაზია განა ცხოვრება?
მე მიყვარს ზოგჯერ დღეობა მარტის
და თალხის მიღმა გულის მხნეობა!
ამიტომ ზოგჯერ რკოების ნაცლად,
ჩემს თვალში, მუხას ვარდი ასხია,
სურნელი მისი იმგვარად მატკბობს,
ეკლის სიმწარე თითქოს ფარსია.

რადგან მზე ელავს, ძაძას ხდის ღამეს...  <3





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები