ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი III )

                                                                                                                        ***
-გთხოვთ ვინმე დამეხმარეთ! -შველას ითხოვდა ქალი, თავისი შვილით ხელში, რომელიც უგუნო მდგომარეობაში იყო ხოლო იქ მყოფნი გარშემო  შემოეხვნენ მას და ყველა სათითაოდ ეკითხებოდა თუ რაში იყო საქმე ან ბავშვს რა სჭირდა?! რამოდენიმე წუთში დერეფანში ექიმებიც გამოჩდნენ. გაუგებარმა ქაოსმა მოიცვა იქაურობა.
-ბავშვს რა სჭირს?
-არ ვიცი ექიმო. სახლში ვიყავი მისთვის სადილს ვამზადებდი, როდესაც მის დასაძახებლად ოთახისკენ გავეშურე, იქ უგუნო მდგომარეობაში დამხვდა. იატაკზე იწვა ასე და სუნთქვაც კი არ მესმოდა.
-კარგით, ბავშვი მოგვეცით და თქვენ აქ დაგველოდეთ ქალბატონო -დედას მიმართა უფროსმა ექიმმა და ხელებში აყვანილი ბავშვით, გაუჩინარდნენ დერეფნიდან.
მეც სწორედ იქ ვიყავი ამ დროს. ექიმთან კიდევ ერთი უშედეგო კონსულტანციის შემდეგ იქაურობას ვტოვებდი, როდესაც ეს ქალბატონი შევნიშნე. მცირე ხნიანი პაუზის შემდგომ კი მის წინ ჩავიმუხლე და თვალებში შევხედე.
-ნუ ნერვიულობთ ის კარგად იქნება -ვამხნევებდი მას.
-თქვენ ხომ არ იცით ის რაც მე ვნახე?!
-არა მაგრამ ვიცი ვგრძნობ, რასაც ახლა განიცდით...
-და ვინ ხართ თქვენ?
-უბრალოდ თქვენს გვერდით მიგულეთ. -გავუღიმე მას -მე, ლევანი ვარ.
-მადლობთ, ლევან.
  წამოვდექი და მის გვერდით დავიკავე ადგილი. ქალმა წამით გამომხედა და მალევე მზერა დაბლა მიმართა. ასე მდუმარედ დიდ ხანს ვისხედით მოსაცდელში სიახლის მოლოდინში გარშემო კი აღარც არავინ იყო და სრული სიჩუმეც ჩამოწვა. ქალი ხელების ფშვნეტვით იკავებდა ნერვებს რათა ლოდინის დაუსრულებელ დროს, ჭკუიდან არ შეეშალა ის. ვფიქრობდი რომ სიჩუმე მე უნდა დამერღვია თუმცაღა არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. არ ვიცოდი საიდან დამეწყო. "რაიმე სისულელე არ თქვა" ვეუბნებოდი ჩემს თავს მაგრამ არც მთლად უთქმელობა ივარგებდა ახლა. სიჩუმე ყოველთვის ხომ არ არის კარგი?!
-მე სიცოცხლის მჯერა -ვუთხარი მას.
-სიცოცხლის?
-დიახ, თქვენი შვილის სიცოცხლის. ის პატარაა, თუმცა მჯერა რომ კარგი ბიჭია და ყველაფერს გაუმკლავდება.
-ძალიან ძლიერი მყავს...
-არ აქვს მნიშვნელობა თუ რას იტყვიან ცოტა ხანში. მერწმუნეთ ის კარგად იქნება.
-მადლობელი ამ სიტყვების და კიდევ იმისთვის რომ ახლა აქ ხართ -მშვიდი სახით გამომხედა ქალბატონმა - რა უნდა ასეთ ახალგაზრდა ბიჭს აქ, სასოწარკვეთილი ქალის გვერდით.
-სასოწარკვეთილი?!-გაოცებულმა შევხედე. -თქვენ მას ახლა ისეთი ძლიერი სჭირდებით როგორც არასდროს. სასოწარკვეთა კი, ეს დამარცხებაა და შეგუება მოცემულ სიტუაციასთან.
-მართალი ხართ! ალბათ ვცდები ან შიში მიპყობს, რა ვიცი? არაფერი არ ვიცი.-სახეზე მღელვარება დაეტყო.
-ის შეძლებს. 

-----
-გოგოლაძის მშობელი, რომელია?

                                                                                                                    ***
(რამოდენიმე დღის შემდეგ)

-მინდა ახალი ისტორია შევქმნა.
-ეგ როგორ?
-აი მაგალითად მითხარი ისეთი სამყარო, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს.
-აღარ მინდა იყოს სიკვდილი... -თქვა გოგამ.
-კიდევ?
-გაჭირვებული ხალხი აღარ მინდა იყოს, აი ქუჩებში რომ სხედან გარეთ სიცივეში, ხომ იცი?!
-სულ ეს არის?
-არ ვიცი კიდევ რა გითხრა... -ცოტახნით ჩაფიქრდა - დედა მინდა რომ ბედნიერი იყოს. ვხედავ ღამ-ღამობით, როგორ ტირის ხოლმე ჩემს გამო.  არ ვიცი ექიმებმა რა უთხრეს ჩემზე მაგრამ ეტყობა ძალიან ცუდად ვარ. ალბათ ჰგონია რომ მძინავს და არაფერი მესმის, მაგრამ ჩუმად ყველაფერს ვხედავ საბნის ქვევიდან.
-შენ კარგად ხარ და ეს ყველაფერიც ჩაივლის.
-შენ რატომ ხარ აქ?
-იმიტომ რომ კარგი ბიჭი ხარ და ვიფიქრე ხომ არ დავუმეგობრდე თქო?!
-მე რომ მყავს უკვე მეგობრები?
-მერე ჩემთანაც იმეგობრე...
-კარგი მაშინ მოდი ჩვენი ოცნებები გავცვალოთ- თვალები გაუბრწყინდა და საწოლის გვერდზე მდგარ მაგიდაზე, რაღაცას დაუწყო გამალებით ძებნა.
-ეგ რას ნიშნავს?-ვკითხე მას.
-მოკლედ ... -კალამ მომარჯვებულმა გამომხედა -მე და ჩემი მეგობრები ჩვენს ოცნებებს ვწერთ, ხოლმე ფურცლებზე და შემდეგ ერთმანეთს ვჩუქნით.
-შემდეგ?
-შემდეგ ვცდილობთ ამ ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ ან რაიმე სურვილი შევუსრულოთ, სიურპრიზი მოვუწყოთ.
-კარგი, მე რა უნდა გავაკეთო?
-ფურცლებს მოგცემ და რამოდენიმე შენი ოცნება ჩამოწერე.
-კარგი.
-მერე დაკეცე და ისე მომეცი. პალატიდან გასვლის შემდეგ მე წავიკითხავ ყველას და ერთს ამოვარჩევ.
-მე კიდევ შენს ოცნებებს ხომ?
-ხო და შენც შეგიძლია იგივე გააკეთო. სახალისოა.
-კარგი, მომაწოდე კალამი!
-ოღონდ მე არ უნდა ვიცოდე, რომელ ოცნებას ამოარჩევ.

                                                                                                                            ***

ოცნების ავტორი: გოგა / 12 წლის.
დიაგნოზი: გულის მანკი. (მიტრალური) სარქვლის ნაკლოვანება. 
 
      მოგესალმები! მე გოგა ვარ 12 წლის და ახლა ისე როგორც არასდროს მჭირდება სასწაული, ჩემი ოცნების ასრულება.  განა მარტო შენ გწერ?! ერთი სურვილი ღმერთსაც გავუგზავნე და ვიცი ისიც მალე დამეხმარება. მე მაინც იგივეს მოგწერ შენც, არა იმიტომ, რომ ღმერთის გულისხმიერების არ მწამს?! არამედ იმიტომ, რომ ახლა მხოლოდ დედაზე ვფიქრობ და მხოლოდ ეს ერთი სურვილი მაქვს. მინდა მალე გამოვჯანმრთელდე რომ დედამ ისევ გაიღიმოს, როგორც ერთ დროს. ჩემი გამოჯანმრთელება მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის მსურს თორემ მე ისედაც ვიცი რომ ყველაფერს გავუძლებ. თავი ხომ არ შეგაწყინე? მალე დავსრულებ. მოკლედ მამა არ მყავს. უფრო სწორად მყავს მაგრამ არც კი ვიცი ვინაა, ესეიგი არ მყავს. სწორედ დედა არის ადამიანი ვინც ასე ძალიან მივლის და უყვარვარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ჩემი ცუდათ ყოფნის გამო კი თავს დამნაშავედ ვგრძნობ რაღაცნაირად, რადგან ძალიან ნერვიულობს ჩემზე. ასეთი არასდროს მინახავს. მინდა ისევ ფეხზე დამდგარი და სახსალამათი მიხილოს რომ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდეს. მხოლოდ ეს მინდა, მეტი არაფერი. დედას ბედნიერება...

P.S: გთხოვ არ დაიზარო და ბოლომდე წაიკითხე.

სიყვარულით... გოგა. 

                                                                                                                      *** 

      დღე რომელმაც ყველაფერი შეცვალა და დღე რომელმაც ახალი მეგობარი შემმატა. გავიცანი არაჩვეულებრივი ბიჭი სახელად, გოგა და მას შემდეგ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ მასთან ვატარებ. ბიჭს გულის მანკი დაუდგინეს და თუ რამოდენიმე კვირაში არ გამოჩნდება საჭირო დონორი ის მკურნალობის კურსს ვეღარ დაექვემდებარება და დაიღუპება. ქალი ხომ საერთოდ!.. მასზედ საუბარი რთულია, რადგან საკუთარ თავს აღარ გაქვს და სრულიად არაადეკვატური გახდა. ემოციებს ვერ იკავებს. ღამით დერეფანში ხშირად გადის, რომ მისმა შვილმა არ შეამჩნიოს მისი ეს მღელვარება და ცრემლი, გამოფიტულ სახეზე. ასე ხალათ მოხვეულს ხშირად შენიშნავთ ფანჯარასთან საათობით მდგომს როგორ გაჰყურებს შორ ჰორიზონტს და თითქოს შველას "იქ" სადღაც შორიდან მოელის. საქმე გულის გადანერგვას ეხება, რომლის ოპერაციაც ხერხდება, თუმცა დონორის პოვნა და შემდგომ მისი ტრანსპორტირება ერთ ქვეყნიდან მეორეში დიდ ხარჯებსა და დროს მოითხოვს. პრობლემაც ამაშია. ბავშვი უკვე ერთი კვირაა რაც აქ არის და ამდენივე ხანია რაც გადაგზავნილია მისი ისტორიაც მეგობარ ქვეყნებთან, თუმცა იქიდან მხოლოდ სიჩუმე. არავისგან არაფერი ისმის. დონორი კი ჯერ კიდევ ძიებაშია. ეს სიჩუმეა ყველაზ აუტანელი აქ. ძალიან რთულია როცა გინდა, რომ რამით დაეხმარო ვინმეს, მაგრამ არაფერიც არ შეგიძლია, რადგან შენი წარმოსახვითი ხელოვნების გარდა, არაფერი გაგაჩნია ამ ქვეყნად. ეშმაკმაც დალახვროს ეს ნაწერები და ყოველივე, მე მისი სიცოცხლე მსურს. საიდან უმამოდ დარჩენილი ბიჭის ოჯახს თანხები?! რამოდენიმე დღეში სამყაროში, სადაც მჯეროდა სიყვარულის ნათელი ფერების მოულოდნელად მხოლოდ ჩვენ სამნი აღმოვჩნდით რეალობასთან პირისპირ ყოველგვარი ლამაზი ფერების გარეშე. თითქოს მხოლოდ ჩვენ სამნით შემოიფარგლებოდა აწმყო. აწმყო, რომელშიც დროსთან ვერაფერს განაწყობ. ის ისევ წინ მიდის. წამებს წუთებისკენ უბიძგებს რათა სვლა არ შეანელონ და უფრო შორს, იქით გაგრძელდნენ გაურკვეველი მომავლისკენ. წინ უსასრულობისკენ, კიდევ უფრო, კიდევ იქით. სწორედ ეს მაგიჟებს ჩემს თავთან მარტო დარჩენილს. უთუოდ უსამართლოა დრო და სიკეთისთვის უუნარო. ის უბრალოდ არის და მორჩა. ის გვკლავს, არ გვაძლევს მეორე შანს, არ გვეხმარება დაშვებულის გამოსწორებაში. ნუთუ მას ამ პატარა ბიჭის ხელყოფა სურს?! მგონია დროს ვკარგავ ამაზე ფიქრით. მე თავადვე უნდა შევცვალო სიტუაცია ან სადამდე შეიძლება ასე ერთ ადგილას, გოგას ნაწერით ხელში დგომა?! მან ოცნება გამანდო რადგან ვჭირდები ძლიერი და არა ბედს მინდობილი უაზროდ. 
      გსურს შენი ხმა ცას წვდებოდეს?! მაშინ ირწმუნე მისი უსასრულობის შენს შესაძლებლობებთან ერთად. გჯეროდეს სიკეთის ამქვეყნიური არსებობის და შენ შეცვლი სამყაროს უკეთესობისკენ, სადაც შექმნი საკუთარ ისტორიას, რომელშიც ამ შინაგანი სიდიადისდა გამო იცვლება სხვების ცხოვრებაც. დიდება ეს ადამიანში დაფარული ბრწყნივალებაა, რომელსაც თავად ვერ ამჩნევს და ის მხოლოდ სხვების თვალში ბრწყინავს. მხოლოდ ისინი ამჩნევენ ამ განსხვავებულობას შენი თავმდაბლობის მიღმა. აი სწორედ მის მიღმა იწერება ეტაპობრივად ახალი ისტორია სახელად: შენ...
  მე შევქმნი ახალ ისტორიას!

                                                                                                                              ***

-რას აკეთებთ?- მოულოდნელად სკამიდან წამოიჭრა.
-იმას რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა -და გოგა ინვალიდის ეტლში ფრთხილად ჩავსვი.
-გამარჯობა, ლევან...
-ხელი გაუშვით მას!- ქალი ამის შემხედვარე პირდაპირ ხელებში ჩამაფრინდა და ცდილობდა შვილი ხელიდან გამოეტაცა ჩემთვის -ვინმეს დაუძახეთ...
-ხელს ნუ შემიშლით.
-თავი გაგვანებეთ მე და ჩემს შვილს.
-ის აქ ვერ იქნება...
-ახლავე ხელი გაუშვით მეთქი ეტლს -უეცრად ხელი მკრა და ძლიერად კედელს მივეჯახე.
-რატომ არ გესმით ჩემი?
-წადით! -მითხრა მან და აცრემლებული შვილს მოეხვია -რა გინდათ ჩვენგან?
-ის აქ ვერ იქნება ოთხ კედელს შორის. მინდა გარეთ გავიყვანო, მინდა მზის შუქი ნახოს.
-არ შეიძლება, არა. ის ჯერ სუსტადაა.
-ის კარგად არის.
-თავი დაგვანებეთ!
-ძალიან გთხოვთ ქალბატონო მისი გარეთ გაყვანის უფლება მომცეთ - ვუთხარი მას. -მე ეს თქვენი ბიჭისთვის მინდა. ეს აუცილებელიცაა, რატომ თავად არ გესმით ეს?
-მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგა ცუდად არის.
-მე კარგად ვარ დედა... -გაუღიმა ბავშვმა და აღელვებული თვალებით პირდაპირ მე შემომხედა -წამიყვანე აქედან.
-გოგაა...
-დედა, გთხოვ.
-ვინ ხართ საერთოდ, რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი?

  ქალი, ბავშვზე ძლიერად მიკრული მიახლოების საშუალებას არ მაძლევდა . მე კიდევ ვიდექი ასე გაშეშებული მათ წინ და უკვე არც ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, რადგან პალატაში ჩემმა ქმედებამ სრული ქაოსი გამოიწვია. მიყურებდა როგორც მტერს მისი შვილისთვის. წამით ისაც ვიფიქრე, რომ ზურგი შემექცია მათთვის და ოთახი დამეტოვებინა მაგრამ არა! მე ეს არ შემეძლო. ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და რა დადებით შედეგიც მოყვებოდა ამ ყველაფერს. გადმოყირავებული სკამი, ძირს გაბნეული ქაღალდები და ეტლში მჯდომი სიცივისგან აკანკალებული ბავშვი. ასეთი კადრი იშლებოდა ჩემს წინ. ისევ გასასვლელ კარებს მიყრდნობილმა ვცადე ეს დუმილი ხელახლა დამერღვია.
-უბრალოდ მე...
-კითხვაზე მიპასუხეთ.
-....
-ნუ მაიძულებთ ექიმს დავუძახო.
-დედა, საკმარისია -უთხრა განაწყენებულმა ბავშვმა და თან თვალს არ მაშორებდა.
-არ ვიცი უკვე არაფერი არ ვიცი. -დროებით სიჩუმეც ჩამოწვა, თუმცა სულ რამოდენიმე წამის შემდეგ...
-მალე დავბრუნდებით.-მშვიდად მივუახლოვდი მათ და ეტლთან ჩავიმუხლე -გპირდებით!
-მეშინია ის ხომ...
-ძალიან მალე. -გავუმეორე მას.
-ერთი წუთით, ღმერთო ჩემო -დედამ აკანკალებული ხელები ეტლს გაუშვა და იქვე, რაღაცას დაუწყო ძებნა - დამელოდეთ!
-....
-ეს მოაცვით! -და კარადიდან ქურთუკი გამომაწოდა -გარეთ ცივა.
-მადლობთ.
-გოგა, ეს ნამდვილად გინდა? იქნებ...
-ნუ ნერვულობ დედა - ხელი ძლიერად მომკიდა -ლევანი ხომ ჩემი მეგობარია.
-კარგით, კარგით. - ფანჯრისაკენ შეტრიალდა და მეტი არც აღარაფერი უთქვამს. ჩვენც ნელნელა პალატიდან გავედით და დერეფნის გავლით იქაურობა დავტოვეთ.

-ლევან...
-გისმენ!
-შენ ისეთი კარგი ხარ...
-შენც ჩემო მეგობარო.
------------
-ის ბედნიერია ღმერთო... -თავისთვის ჩაიჩურჩულა დედამ, როდესაც თვალს მოვეფარეთ. მჯერა, რომ ზუსტად იმ წამს ისაც ბედნიერი იყო დიდი წინააღმდეგობებისდა მიუხედავად.


                                                                                                                    *** 
      თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ სამყარო პატარა ბავშვების თვალით. ზღვარი კეთილ ადამიანებსა და პატარა გულბრყვილო ბავშვებს შორის სწორედ აქ გადის. ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც წამს მტკიცე მომავლის სიკეთესთან ერთად ამით ის იმ გულბრყვილო სათუთ ბავშვს ჰგავს, რომელთაც საერთოდ არ იციან რა არის ბოროტება და მათ სახეზე, მხოლოდ სიყვარულით ანთებულ თვალებს ხედავთ. მათ სწორედ სწამთ და ასეც იქნება, უდაოდ!!! ბავშვების სამყარო ეს არის სილაღითა და სილამაზით სავსე სამყარო.  ყველაფერი ლამაზ ფერებში და დედამიწა, რომელიც მხოლოდ მათ გარშემო ბრუნავს. ხანდახან ჩვენ თავადაც უნდა ვუყუროთ გარემოებებს მათი თვალებით და სულ რამოდენიმე წამში თქვენ იგრძნობთ საოცარ სისუფთავეს სულში და ეს იმიტომ, რომ ასეთია მათი შინაგანი სულიერიება. თქვენს ეს გიცდიათ? არა რა თქმა უნდა. ადამიანებს ზრდასრულობაშიც, რომ შემორჩენოდათ ის სისპეტაკე რაც ყოველ პატარაშია, ან თუნდაც მისი მცირე ნაწილი მაინც აღარ იქნებოდა შუღლი, არ იქნებოდა დაპირისპირებები და ღალატი, მაშასადამე არ იქნებოდა ომი! ამ უკანასკნელის სათავეში კი მგონია რომ სწორედ ისეთი ადამიანები იდგნენ, რომლებიც ქვეყანას პირდაპირ ჯოჯოხეთიდან მოევლინნენ და საერთოდაც არ ჰქონიათ ბავშვობა. არ ჰყოლიათ იმ დროინდელი მეგობრები და არც არასდროს ჰყვარებიათ ვინმე. სხვაგვარად საიდან ამდენი სასტიკი ამბიციები?! რომელთაც არაერთი ადამიანი, ქვეყანა, გმირი თუ მშობელი შეიწირა. ეს სხვა სამყაროა. თქვენ წარმოიდგინეთ არც კი... ეს არის რაღაც სამყაროს მიღმა. მისგან განცალკევებით დარჩენილნი უსამყაროება.                   
    მოკლედ, დახუჭეთ თვალები? ხედავთ ყოველივეს ლამაზ და სპეტაკ ფერებში ან გრძნობთ, მაინც სულში საოცარ სისპეტაკეს? თუ მართლაც ასეა მაშინ მოხარული ვარ ამით.
  კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - სიყვარულის ნათელ ფერებში. 
P.S: მეც თქვენს მეზობლად ვარ... 


                                                                                           
                                                                                              "Love In Bright Colors"


                                                                                                           


                                                                                                (გაგარძელება იქნება)

















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები