| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 24 იანვარი, 2017 |
შემოჰკრა ზარმა მოლოდინის, ისევ ძლიერად, გრიგალებივით შეეჯახნენ ერთურთს გრძნობები, მამლის ყივილი შეეჭიდა ღამის გუშაგებს და გაირინდა დაიძაბა დილის ბოჰემიც. სიბნელემ დაფქულ ნახშირისფრად გაფინა თალხი და ქათამყიულს მიეჯარნენ ჩვენი ავდრები, ინათა ცისკრის უდარებამ, ულამზესმა კრთომამ ვარსკვლავის, გამახსენა შენი თვალების მოძალებული, მოძალადე გრძნობის ჭიდილი, რომელიც შენში მაინც, ბოლოს ზღვად იქცეოდა და ჰქონდა შლეგი ბობოქარი გამოძახილიც. ღრუბელის სქელი, ნისლისფერი დაედო წარსულს, ბალღობა, სიყრმე დიდობასთან კამათობს ისე, რომ ვერ ამჩნევენ უძალო მზის, ჩრდილს გაღმა გასულს. მზეწვია თვალწინ მებლანდება დანაკლისს მივსებს, არც თუ უბრალოდ დაათოვა ფიქრმა ტყემლის რტოს, მისი კვირტები შემომეჭრა კრძალვით სარკმლიდან, უფლება არ მაქვს, რომ არ შევხვდე აპრილს ვნებიანს. ღამე წრიულად უბრუნდება დღეებს, ვერ ვიტან, ვარდებიანი მაისები რიდით დგებიან, ველური ტაბლა ეფინება მთელ არემარეს, მზე ალიცლიცებს მდინაეთა ტალღებს სევდიანს, გრზნობა-გონების შეუვალ და უსიერ ტევრში, ჩემს სიმარტოვეს, შენ კი, ისევ მოუსვენარი, მელანქონიას ნაჭუჭივით უცვლელად შერჩი და აღარ ვნაღვლობ, გთხოვ რომ შენაც აღარ იდარდო, რადგან მასწავლა სიმარტოვემ : ჩენთან არს ღმერთი! ბედზე კი ჩემო, რა გითხრა და აბა რა გამცნო, თავის გზით მიდის და თავისსავ ბედაურს ხედნის.
./,/.,/.,/.,/.,.,/.,/.,/.,/.,/.,.,/.,/.,/.,/.,/.,.,/.,/.,/.,/,./.,/.,/.,.,/.,/.,/.,/.,
დავაბნევ, აქ ირგვლივ, სტრიქონებს უიღბლოს, ჩაუვლის ქარი და სამძიმარს დაჰქროლებს, არ ვიცი, მდუმარე ბწკარები რას იტყვის: ჩემ საგძალს შემატებს, თუ ქურჩას მაკმარებს. ნამხრევებს, ნამკალებს, სამკალებს, მაკმარებს, აპრილი ყველაფერს აყვავებს, ან ყვავებს აყვარებს ნაპრალებს..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა, მადლობა მუხა.
ფერთა ფერუმარილ იღვრევბა ბაგეთაგან სიტყვები საამებელ, მოდგა გაზაფხული ტყემლის ყვავილები ბაგეთ გააღებენ... მადლობა, მადლობა მუხა.
ფერთა ფერუმარილ იღვრევბა ბაგეთაგან სიტყვები საამებელ, მოდგა გაზაფხული ტყემლის ყვავილები ბაგეთ გააღებენ...
6. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
5. არაჩვეულებრივებია, უბრალოდ შესაფერისი მკითხველი სჭირდება, დაფიქრებული და განსაკუთრებული წარმოსახვით. არაჩვეულებრივებია, უბრალოდ შესაფერისი მკითხველი სჭირდება, დაფიქრებული და განსაკუთრებული წარმოსახვით.
4. მადლობა ლელა მგელაძე.
ქათამყიული არის დრო გამთენიისა, როცა ქათმები იწყებენ ყივილს. საგათენებოდ რომ ჩამოღამდება უკუნი სიბნელე დგება სამგზის იყივლებს მამლები და ინათებს კიდეც. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მადლობა ლელა მგელაძე.
ქათამყიული არის დრო გამთენიისა, როცა ქათმები იწყებენ ყივილს. საგათენებოდ რომ ჩამოღამდება უკუნი სიბნელე დგება სამგზის იყივლებს მამლები და ინათებს კიდეც. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. ქათამყიული რას ნიშნავს? ქათამყიული რას ნიშნავს?
2. მადლობა გულიანა. პატივისცემით ნექტარი. მადლობა გულიანა. პატივისცემით ნექტარი.
1. რადგან მასწავლა სიმარტოვემ : ჩენთან არს ღმერთი"
ა.რ. ნუ სევდიანობ ნექტარ...არავინაა ღმერთზე უკეთესი. + რადგან მასწავლა სიმარტოვემ : ჩენთან არს ღმერთი"
ა.რ. ნუ სევდიანობ ნექტარ...არავინაა ღმერთზე უკეთესი. +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|