ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2017


თეთრი ღამის სონეტი

ახლა ღამეა... და ძვირფასო, შენ ალბათ გძინავს?
მე კი ბოლო დროს, თეთრ ღამეებს დავუმეგობრდი.
დროს თავი ისევ წამიერი წუთებით მიაქვს,
მისი მანილძის საუკუნე არის მთხრობელი.
განა რა არის ეს სიცოცხლე, შენც რომ დაგკარგო??
დროს ვინ დაუშლის? არც დაიშლის რომ შევეცადო...
მე უსასრულო მანძილიდან შენ ერთს მოგელი
და დროში, დროის უდროობად არ დაიხარჯო...
განთიადზე მე, მზე ამომყავს...ვაბნევ "აქტინებს" .
ცის კამარონი სასიცოცხლო იმედებს ქარგავს.
მე იგივე ვარ და ეს გული ,შენთვის შობილი,
უშენო დღეებს თეთრი ღამის სონეტში ხატავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები