ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2017


* * *

დღეს მივხვდი დედი,
აზრი არააქვს ფერებს,
პირი იცვალეს მიწის ქარებმა
წარსულს აზრი არა აქვს დედი
მოდი ვიცხოვროთ ამ დღით.

დღეს მივხვდი დედი
აზრი არააქვს ტირილს
ცრემლები დააძმარა რიტმმა
ნუღარ ვიტირებთ მამებს
მოდი მომავალს ვუმღეროთ ერთად.

დღეს მივხვდი დედი
აზრი არააქვს მადლობას
რა უნდა ვუთხრათ დედებს, ღმერთებს, მამებს?

დღეს მივხვდი დედი,
აზრი არა აქვს სიტყვებს,
პირველად სიტყვა კი არა
ენერგია იშვა,
რა უნდა ვაკეთო დედი,
შენ რომ მადლობა საქმით გითხრა!?
მე, მივმართავ ღმერთს!
თუ ის არსებობს,
მაშინ რატომ ამდენი უსამართლობა?
მაშინ რატომ ამდენი ობოლი, მშიერი და ტიტველი ბავშვი?!
მაშინ რატომ ამდენი ტკივილი, ამდენი ცრემლი და ამდენი ბოროტება?
ამდენი სენი, ამდენი დაცემა, ამდენი შიში და მოუსვენრობა?
რა ვერ გამოისყიდა კაცობრიობამ თავის დანაშაული?
რატომ არ გვაქვს უფლება გავიხაროთ ამ დედამიწაზე?
რატომ არ გვაქვს უფლება თავისუფლად გავიღიმოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს?
სიკეთისა და მიმტევებლობის წამალი რით ვერ გამოიგონეს?
რით ვერ დავამარცხეთ ნაადრევი სიკვდილი?
ცხოვრება იმ საშინელებათა ფილმს დაემსგავსა, რომელსაც 18+ აწერია და სადისტი მშობლები ბავშვებს აიძულებენ ბოლომდე უყურონ თვალებ და ყურებგახელილებმა!
ცხოვრება დაემსგავსა შიშს, რომელსაც განიცდის 7 წლის ბიჭი ღამ-ღამობით, მაგრამ მას მშობლები ეუბნებიან რომ ის ვაჟკაცია და ამ შიშის აღიარების რცხვენია!
მაშ რად მინდა ასეთი სიცოცხლე, სადაც მშობიარე ქალს კვლავაც სამარეში აქვს ცალი ფეხი!?
სადაც არ იცი როგორ აუხსნა პატარას, რომ მისი დედა ვეღარასდროს მიაკითხავს სკოლაში, ვეღარასდროს ჩაეხუტება და ეტყვის, თუ როგორ უყვარს ის.
მაშ....
დღეს მივხვდი დედი,
აზრი არა აქვს ფერებს,
აზრი არა აქვს სურნელს, ხედებს, ჰანგებს,
წარსულს აზრი არა აქვს დედი,
მოდი ვიცხოვროთ ამ დღით.

მოდი გავუთბოთ გულები ბავშვებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს