ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2017


„ყვავილების მიწა“

ორთაჭალას, მთაწმინდას,
დიდუბეს თუ ისანს,
გაისმოდა ძახილი
„ყვავილების მიწააა!“

შოთა ნიშნიანიძე


აღარ ისმის უბან - უბან,
თუმც გაცივდა დედამიწა,
რომ მოვკვდები, დამაყარეთ
გულზე „ყვავილების მიწა“.

ჩამატანეთ სამარეში...
რომ მიყვარხართ - ალბათ იცით,
მართალს ვწერ და მართალს ვამბობ,
არ სჭირდება ამას ფიცი.

ვმღერი ნიშნიანიძის ლექსს...
და სიმღერით არ ვიღლები,
ჩემი ერის სიყვარულში
არასოდეს დავიღლები.

კვლავ დავდივარ უბან - უბან,
თუმც ცივია დედამიწა,
რომ მოვკვდები, დამაყარეთ
გულზე „ყვავილების მიწა“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები