ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2017


უდაბნო

და ჩვენ ვრჩებით,
რომელიღაც განაპირა ადგილას,
სიცარიელეში
სადაც მწყურვალი ვერ ნახავს წყალს,
სადაც მშიერს არ დააპურებენ
ბუდარიები.
იქ ყველაფერია და არაფერი,
და ჩვენი ტაბლა გაუშლელი,
და დოქი ამომშრალი,
გააბავს აბლაბუდას ქსელს.
და ჩვენ ვრჩებით,
უდაბნოს შუაგულში,
იქნებ ძალა მოვიკრიბოთ,
მწყურვალს წყალი დავალევინოთ
ბოგანო დავაპუროთ.
და თქვენ, გაღმა ნაპირზე დარჩენილებს გითხრათ:
ჩვენ არ მოვკვდით,
ვენ ცოცხლები ვართ,
და ჩვენს ტაბლაზეც დაიდო კვერი,
პური და ღვინო.
თქვენ ზიდეთ ჯვარი
ტკივილად თქვენი გულგრილობისა.
თქვენ არ მოგწვდებათ ჩვენი ხმა,
"ხმა უდაბნოსა შინა"
სადაც ავაშენებთ ჩვენს ოაზისს,
სადაც წყალს შეერევა მარტოობა
და პურს ცრემლით მოზელილი
ბედნიერება.
და ამოვა ხე
მარტო ხე
დღეებად ჩაზრდილი ფესვებით.
თქვენ ზიდეთ ჯვარი,
მე კი უდაბნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები