ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2017


თენდება, 13 ივნისი

      შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი სრულიად მარტივად დაიწყოს. მიაბიჯებდე ქუჩაში ნელი სვლით ან გადაადგილდებოდე ტრანსპორტით ქალაქის ერთი ბოლოდან-მეორეში, "ის" კი  ამ დროს იქვე მახლობლად იყოს. შენ გგონია რომ ეს დღე არაფრით განსხვავდება წინა დღეებისგან, თუმცა ეს ასე არ არის. ალბათ ფიქრობ რომ ჩვეულებრივად წვიმს და შენს გაცრეცილ პიჯაკსაც უბრალოდ ეხება მისი წვეთები. ფიქრობ იმას, რომ უფერულად ისევ ისეა, როგორც იყო გუშინ ან რამოდენიმე კვირის უკან. ქვეყნად კი არაფერი ხდება "უბრალოდ". ისე არ თენდება და არც ისე შემოღამდება როგორც ადრე. ყველაფერი განსხვავებულია  ერთმანეთისგან გარდა იმ წვიმის წვეთებისა მთლად, რომ დაგისველა ძველი პიჯაკი. მთავარი კი აქ "ის" არის. გოგონა, ქუჩის გადაღმა კაფეში, რომელიც ღიმილნარევად რაღაცას მშვიდად წერს თავის უბნის წიგნაკში და გარშემო მყოფებნი მისთვის შეუმჩნეველნი არიან. 
"ხედავ მას?" "კი" "მაშინ რაღას ელოდები" (ეს ფიქრებად ჩემში)
  ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. ქუჩა სწრაფად გადავირბინე და პირდაპირ ნაცნობი კაფის წინ აღმოვჩნდი. ზუსტად არც კი მახსოვს თუ რამდენს ხანს ვიდექი მინის მიღმა სრულიად სველი, თუმცა ძალები მოვიკრიბე და შიგნით შევაბიჯე. გოგონა ფინჯანი ყავით ხელში იქ იჯდა და კვლავ მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს დაჰყურებდა. თვალს გადაავლებდა ხოლმე და რამოდენიმე წამის შემდგომ კვლავ განაგრძობდა წერას. ისევ შევჩერდი მის მახლობლად. გარშემო მიმოვიხედე და მშვიდი ნაბიჯებით მისკენ დავიძარი. ახლაც კი მახსოვს ის ნაზი სურნელი რაც ვიგრძენი მასთან მიახლოებისას. თითქოს მსგავსი სურნელი არც არასდროს მიგვრძვნია. ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი იყო მასავით, რომ ახლაც კი ჟრუანტელი მივლის ამის გახსენებაზე. მშვენიერი იყო. სქელი წაბლისფერი თმითა და ულამაზესი ლურჯი თვალებით რომლის შემჩნევაც შორიდანაც კი შესაძლებელი გახლდათ. შეუძლებელი ეს მისი არ შემჩნევა იქნებოდა. შეუძლებელი მისი ერთი ნახვით არ შეყვარება იქნებოდა. იმ წამს და იმ წუთებში ვიგრძენი ის რაც მინდოდა მთელ თბილისს ეგრძნო. მსურდა მთელი ქალაქის გასაგონად მეყვირა, რომ "მე ის ვიპოვე". ხომ შეიძლება ჩვენს თბილისშიც იბადებოდეს ისეთი სიყვარული, რომელიც ერთი შეხედვით გასულ საუკუნებში გადაღებულ კარგ მელოდრამულ ფილმს ჰგავს?! სწორედაც, რომ ასე იყო.  ვიგრძენი ის რაც აფორიაქებს ადამიანის შინაგან მდგომარეობას და ამით კიდევ ერთხელ ახსენებს მისი სულის არსებობას მასში. თქვენთვის ალბათ რთული იქნება ჩემი ამ ყველა ემოციის წარმოდგენა და აღქმა თუმცა თქვენ სწორედ მაშინ შეცდებით როდესაც წარმოიდგენთ სიყვარულს რომელსაც აღქმა საერთოდ არ სჭირდება. ის უბრალოდ უნდა იგრძნო და მორჩა. ამ ყოველივეს მისახვედრათ კი სულ რამოდენიმე წუთი გახდა ჩემთვის საკმარისი როგორც გრძნობა, რომლის მხოლოდ ცქრერაც კი არ მყოფნიდა საკმარისად. არა და რამოდენიმე მეტრის სიშორე, სიცარიელეს იწვევდა ჩემში და მე ეს სიცარიელეც დავძლიე.
-გამარჯობა.
-გამარჯობა?! - გოგონამ მშვიდი მზერით ამომხედა და კითხვის მოლოდინში რამოდენიმე წამს ასე მიყურებდა.
-შეიძლება? - მაგიდისკენ ხელით ვანიშნე და მანაც იგივე ჟესტით მის პირდაპირ დაჯდომის უფლება მომცა. თითქოს არც არაფერი. წამითაც არ გამოუხედავს ჩემსკენ და საუბარი ისევ თავად განვაგრძე. -მე, გიო ვარ...
-იცოდით რომ...-გამიღიმა და -ქალს შეუძლია მამაკაცის დაჟინებული მზერა მინის იქითაც იგრძნოს მოუხედავად ან თუნდაც ქუჩის გადაღმა.
  გამეღიმა და მივხვდი ვისაც გულისხმობდა თუმცა შეუმჩნევლად განვაგრძე
-პირველად მესმის.
-სასიამოვნოა, გიო. მე სალომე ვარ.

                                                                                                                            ***
  ამ საუბრიდან  რამოდენიმე დღის შემდეგ.
  დღე:13 ივნისი. 
  დრო: 23:56

  ყველგან წყალია. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცა ჩამომემხობა თავზე. მგონი მდინარე ადიდდა, არ ვიცი. გარშემო არაფერი ჩანს გარდა ძლიერად მოვარდნილი ნაკადისა. ყველაფერი წყალს მიაქვს, მთლად ყველაფერი. ადგილზე სახლებიც კი არ დატოვა, დამიჯერებ?! ადამიანებიც არსად ჩანან. მხოლოდ მოგლეჯილ ხეებსა და მდინარეში მოტივტივე სახლებს ვხედავ. იქ სადღაც შორს კი, შენობის ფანჯარაში პატარა მოციმციმე სინათლეს გავჰყურებ და ისღაა იმედის ნაპერწკალი ჩემი და ისიც ციმციმებს. თუმცა ბევრად შორს ჩემგან. პანიკა არ არის, რადგან ადამიანები ჯერ არსად ჩანან, თუმცა საშინლად დამაყრუებელი ხმაურია. ჩემი ხმა თავად არ მესმის არამცთუ სხვას მივაწვდინო საშველად ხმა. ნამდვილად ცაც ჩამემხობა თავზე და მდინარეც ნელ-ნელა მაშორებს გარე სამყაროს. დავიკარგე, რადგან სიბნელეა. მეგონა ძლიერი ვიყავი თუმცა ვცდებოდი...
მეშინია როგორც ერთ დროს მეშინოდა სიბნელის.
სიცარიელის.
ხმაურის.
მარტოდ დარჩენის.

მეშინია... 

                                                                                                                                ***
    13 ივნისამდე ცოტა ხნით ადრე.

-ეს ფოტოები რა არის?
-ფოტოს უკან სამახსოვროდ პატარა ციტატებს ვაწერ მეგობრებისთვის .
-ფოტოგრაფი ხარ?-ვკითხე მას.
-არც თუ ისე დიდი ხანია. უმეტესად მეგობრებს ვუღებ ხოლმე ფოტოებს და შემდეგ ასეთ ციტატებს ვაწერ.
-საინტერესოა.
-მიყვარს ეს საქმე.
-და შემდეგ ჩუქნი მათ?!
-კი, ისევ მეგობრებს.
-რატომ აქამდე ვერ შეგამჩნიე?
-ალბათ იმიტომ, რომ აქამდე ეს დღე არ გათენებულა. -წამით ამომხედა და კვლავ გამიღიმა.
-ვფიქრომ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ, იცი?! მგონი აჯობებს ისევ გარეთ, მინის მიღმა დავდგე წვიმაში, როგორც უწინ -რაზედაც გაეღიმა და...
-არა, იყავი. წვიმა მიყვარს მაგრამ მაინც მენანები მისთვის. 

  ვუყურებდი მას და ვხვდებოდი, რომ უთუოდ განსხვავებულ ადამიანს შევხვდი. ის იმდენად უშუალო და კარგი იყო, რომ წამითაც არ მინანია აქ შემოსვლა და მისი გაცნობა. სიმართლე გითხრათ არც სხვა შემთხვევაში ვინანებდი ამ საქციელს. თვალები საოცრად უბრწყინავდა, როდესაც მის შემოქმედებაზე მელაპარაკებოდა, თან ისეთი ემოციებით ჰყვებოდა ამ ყველაფერს რომ გენახათ ალბათ მაშინვე მიხვდებოდით თუ რატომ შეიძლება უყვარდებოდეთ ადამიანებს ერთი ნახვით. მისი ეს ანთებული თვალები და ხელების ჟესტური საუბრით მოყოლილი ისტორიები კიდევ ერთხელ მარწმუნებდა კეთილი ადამიანების არსებობაში.  თვალები... ეს ის თვალები იყო, რომელსაც შეეძლო სამყაროს გარდაქმნა ყოველივე მშვენიერისკენ. მასში ყველაფერი იმდენად წრფელი იყო, რომ წუთით ვიფიქრე თითქოს ის არც იყო ჩვენი სამყაროდან. 

-შეიძლება მეც, რომ ვცადო?
-რას გულისხმობ?
-ეს ციტატები შენს ფოტოებზე...
-გინდა მათ ზედ დაწერო?
-კი.
-კარგი მაშინ ამოარჩიე, რომელიც გინდა-მითხრა და ხელით ფოტოები ახლოს მომიწია. -და დაწერე ის რაც გინდა.
-შენს ფოტოზე?
-თუ გინდა იყოს ჩემს ფოტოზეც.
    კალამი გამოვართვი და ბევრი არც მიფიქრია. ჩემი გაკრული ხელით ფოტოს უკან სწრაფად მივაწერე "მე შენ მიყვარხარ" და კალამი დავდე.
-ესე იგი გიყვარვარ?- გაეღიმა.
-იმიტომ, რომ ეს დღეც გათენდა!-ვუთხარი მას.
-შემდეგ?
-შემდეგ ის რომ თუ ოდესმე ამ უცხო მამაკაცის მიმართ შენც რამეს იგრძნობ პასუხი ისევ ფოტოზე მიაწერე.
-კარგი -მოკლედ მიპასუხა და ფოტოები მის გვერდით დადებულ ჩანთაში ჩააწყო -იქნებ ეს დღეც გათენდეს?! - ფეხზე წამოდგა და ფურცლებით ხელში, ღიმილნარევად დამემშვიდობა.

                                                                                                            ***
  კადრებად.
  დრო: 00:37


  მაცხოვრებლები სახლში არიან ჩარჩენილები და უკუნით წყვდიადში მხოლოდ მათი განწურილი ხმა მესმის. ბავშვის ტირილი მესმის, რადგან მას ეშინია. წუთით, როდესაც ფიქრობ რომ ღმერთი არ არსებობს, თუმცა გწამს სასოწარკვეთილი დედის ლოცვის ჩურჩული, რომელიც ცას ანგრევს და წყვდიადის მიღმა გადის, ხოლო საკუთარი ფანჯრის მიღმა უცხო ადამიანის მიერ ძლიერად ჩაჭიდებული ხელი ეს ის იმედია, რომელიც შენმა უსაზღვრო რწმენამ მოიყვანა იმ ღამით, შენთან და შენამდე. ხალხის ხმა მესმის. მესმის ხმაური და ყვრილი, რომელიც კი არ მთრგუნავს არამედ მახარებს მათი აქ ყოფნა. "მე აქ ვარ"- ფრაზა, რომელსაც წუთის რამდენ მეათედ წამებში მოისმენდით ვერც კი გეტყვით.  "აქ ბავშვია". ყველანი ერთმუშტად შეკრულნი ჯაჭვად ერტყმოდნენ სახლს და ასე ერთმანეთის თანადგომით ნელნელა გამოჰყავდათ დატბორილი სახლებიდან ადამიანები. ისინი ყველაზე ადრე მოვიდნენ აქ. გადარჩენის თითქმის აღარც გვჯეროდა, როდესაც მოულოდნელად ქუჩის ბოლოდან ფანრების კაშკაშა სინათლემ მოგვჭრა თვალი. სინათლეს მალე სიცოცხლისა და გადარჩენის მომასწავლებელი ხმაურიც მოჰყვა, რომელმაც ჩაახშო ხმაური ბობოქარი მდინარისა და მისი მოვარდნილი ნაკადის. ხალხის გარკვეული ნაწილი უკვე სამშვიდობოს იყო, თუმცა ბევრნი კედლებს მიღმა იყვნენ გამომწყვდეულნი. წყალი სწრაფად იწევდა ზევით რაც უფრო ნაკლებ დროს ტოვებდა მათ დასახსნელად. რთული აღმოჩნდა ასეთ ქაოსში გემოქმედა სწორედ ისე, რომ არავინ არ დაზარალებულიყო. არ ჩანდა დედა, კარის მეზობელი, მოხუცი ბაბუა, რომელსაც მეორე სართულის ოთახში ეძინა და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ისევ იქ იყვნენ, შიგნით.
... რა შემიძლია გითხრათ?! მე ვუყურებდი და ვხედავდი თუ როგორ გამოჰყავდათ ხელში აყვანილი ბავშვი გაყინულ წყალში მდგომ ახალგაზრდებს. ვხედავდი მათ თვალებში ანთებულ ცეცხლს, რომელშიც აშკარად იგძნობოდა ქართული სულისკვეთება. სულ რამოდენიმე საათში კი მე მივხვდი, რომ გმირებს შორის ვიდექი. ეკიპაჟის ბიჭები ზემო სართულის ფანჯრებიდან შეუპოვრად ცდილობდნენ შეეღწიათ შიგნით და შემდგომ იქიდან გამოეყვანათ დარჩენილები. მღელვარებისა და შიშის გრძნობა პიკს აღწევდა. შიში არა სიკვდილის არამედ სიცოცხლის ვერ გადარჩენის. თუმცა გმირებს ხომ არ ეშინიათ! ისინი წყვდიადს აპობენ. ისინი არიან:  სინათლე უკუნითში,
ძალა,
იმედი,
და რწმენა. რწმენა სიცოცხლის. მისი არსებობისა და გახანგძლივების.


                                                                                                                          ***
      13 ივნისამდე ცოტა ხნით ადრე.
 

    მისი ეს პასუხი არც გამიკვირვებია მაგრამ, როდესაც ვხედავდი თუ როგორ სულ უფრო და უფრო შორდებოდა კაფეს მივხვდი, რომ ასე უმოქმედოდ ჯდომა არ ივარგებდა და მეც სწრაფად დავტოვე იქაურობა. ხიდთან დავეწიე და მაშინვე ჩემსკენ მოვატრიალე. სალომე წუთით შეკრთა თუმცა არაფრის თქმა არ დავაცადე. ვუთხარი, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი სიგიჟედ ეჩვენებოდა მაგრამ მე არ შემეძლო მისი ასე უბრალოდ გაშვება. ზუსტად ვიცოდი თუ რას ვგრძნობდი და რომ ეს დღე ნამდვილად განსხვავდებოდა წინასგან. ის რაც ერთი შეხედვით შესაძლოა არა დამაჯერებლად ითქმოდეს რეალურად შეიძლება სწორედ ის იყოს შენი გულის თქმა. არ ვიცი იმ წუთებში რა იგრძნო ან რა დაინახა ჩემს თვალებში თუმცა ნაზად გამიღიმა და უთქმელად ერთმანეთის გვერდი-გვერდ მშვიდად გავუყევით გზას.
  უკეთესის ძიებაში არ უნდა კარგავდე შენთვის ყველაზე ძვირფასს. არ უნდა მოექცე რაღაცის საზღვრებში თითქოს ამა თუ იმის გაკეთება მიუღებელია და მორჩა. სიყვარულს - სიძლიერე და გამბედაობა უყვარს საზღვრებს გარეშე და არა ლოდინი იმ ერთადერთის.  შემიძლია თამამადაც ვთქვა, რომ ჩემმა თბილისმა იგრძნო ეს სიყვარული. ჩვენ თითქოს ვგავდით ერთმანეთს და თან არც. ერთ დღეს მეორე დღე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ასე შემდეგ. მან დამანახა სამყარო სადაც ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებდა გუნებას. რომლის ქუჩებშიც კი არ დადიხარ არამედ მიწასაც კი არ ახებ ფეხს. სადაც მხოლოდ ჩვენ ორისთვის თენდება დღე და რომ არა ჩვენ, სამყაროს თითქოს აღარც სწამდა სიყვარულისა და მზეც კი ჩაქრობის სურვილით მიილეოდა მოსაღამოებულს, უსიყვარულოდ. ყოველ საღამოს ჩვენს თვალწინ ბინდდებოდა და შემდგომ ასევე თენდებოდა, რადგან არაფერს გარშემო არ ვტოვებდით უსიყვარულოდ. დილის ნიავის გრილ ჰაერსა და ფოთლების ჩურჩულით შრიალსაც კი არაფერი სჯობდა ამ ქვეყნად. თურმე რამდენი წვრილმანით შეიძლება შეიგრძნო სიცოცხლე და არსებობა საკუთარი თავის. თუ როგორი მშვენიერია ყველაფერი გარშემო და თუ როგორ ქრება უკვალოდ ბოროტება უსაზღვრო სიყვარულთან მარცხის შემდგომ. ხომ ვამბობდი რომ  გოგონას ქუჩის გადაღმა უბრალო კაფედან ჰქონდა "ის" რაც შეცვლიდა სამყაროს ყოველივე მშვენიერისკენ. სულიერი სიდიადე და შინაგანი ბრწყინვალება. ხომ ვამბობდი, რომ შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი სრულიად მარტივად დაიწყოს. ჩვენ კი არ ვცხოვრობდით სამყაროში არამედ თავად ვქმნიდით სამყაროს ჩვენით.
ხოლო ერთ დილას...
-იმ დღეს რა მოხდა?- ჩემსკენ მოტრიალდა სალომე თავისი ჩვეული ღიმილითა და პასუხის მოლოდინში თვალი წუთითაც არ მოუშორებია.
-როდის?
-როდესაც იმ დღეს კაფეში შემოხვედი?!
-უბრალოდ შეგამჩნიე და არ ვიცი... -(დავიბენი) - აუცილებლად უნდა გამეცანი.
-ყოველთვის ასე "უბრალოდ" იქცევი?
-არა.
-დილით ყოველთვის უყურებდი აისს?
-არა, მხოლოდ ახლა. -თავისდაუნებურად გამეცინა მის ცნობისმოყვარე კითხვებზე.
-და ალბათ არც არასდროს გყვარებია?!
-და შენ?
-?..
-ფოტო, რომელიც დაგიტოვე...
-მე ვფიქრობ ამ ფოტოზე.
-კიდევ რას მეტყვი?
-იმას, რომ ძალიან ცივა და თენდება, 13 ივნისი.
მცირე ხნიანი პაუზის შემდეგომ კი... -და არასდროს მყვარებია ასე.
მკერდზედ ძლიერად მივიკარი და ასე ვიყავით კიდევ  დიდხანს.

                                                                                                                          ***
  "აქ ცხედარია" -ამ სიტყვებზე ხალხი ადგილს მოსწყდა და ყველანი უცნობი გოგონას უსულო სხეულს წამოადგნენ თავთ. 14 ივნისის დილას სრული მობილიზაცია მოხდა ქალაქში. ახალგაზრდების უზღვავი ნაკადი მოედინებოდა ტრაგედიის ადგილისკენ. იმ დღესა და იმ წუთებში მთელი საქართველო მხოლოდ ერთ ადგილას იყო შეკრებილი. 14 ივლისის დღეს ქალაქს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. წინა ღამით გადაუღებელი წვიმისა და ადიდებული მდინარის სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის გამთენიისას ნაპოვნი ეს უცნობი გოგონაც. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც ხოლო მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია სრულ ქაოსში და ექსტრემალურ პირობებში ხდებოდა. სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ახალგაზრდებიც. ჩამოშლილი მიწები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი სახლები. სწორედ ეს კადრები დახვდათ დილით მოსულ ადამიანებს გარშემო. უსახლკაროდ დარჩენილი მაცხოვრებლები კვალავ ცდილობდნენ გადაერჩინათ მათთვის ძვირფასი ნივთები. თუმცა ყველაფერს სწორედ მაშინ დაეკარგა აზრი, როდესაც ახლობლები საკუთარ ნათესავებს ვერ პოულობდნენ. მშობლები -შვილებს, ცოლები - მეუღლეებს და ა.შ. განადგურებული სახლები არა ერთ ცხედარს მალავდა. რთულია სიტყვებად გადმოსცე ის რაც საკუთარი თვალით ვნახე იმ დღეს. გამოფიტული და შეშლილი სახეები, ცრემლით გამომაშრალ თვალის უპეებზე დარჩენილი სიშავე და სტიქიისგან ტრამვირებული ადამიანების ის უემოციო მდგომარეობა, რომელიც სტიქიამ ერთ ღამეში გაანადგურა. დინებამ არა მხოლოდ სახლები, არამედ 19 ადამიანის ნათელი სიცოცხლე წაიყოლა თან. ჟურნალისტი თუ ბანკირი, მასწავლებელი თუ სტუდენტი ერთ დღეს ისინი ერთნი იყვნენ. ერთმანეთის გვერდი-გვერდ შეუპოვრად ცდილობდნენ დაკარგულის ადამიანების პოვნას. მე არა მხოლოდ ერთ მუშტად შეკრული ერი ვნახე... მე დავინახე საქართველო. ყველა მამულიშვილი საერთო საქმეს უძღვებოდა ერთსულოვნად. ნამდვილას ასე იყო. 13 ივნისის ღამით თუ მომდევნო დღეებში, დაღუპული და დაკარგული ადამიანების ძიებამ და საერთო მიზანმა შექმნა ახალი ისტორია სახელად საქართველო. მაგრამ დაბრუნებით ის აღარ დაბრუნდება რაც დინებამ ხელებიდან გამოგვგლიჯა ღამით. ცხოველები, რომლებიც დინებაში დაიხვრჩნენ და რომლებმაც ვერ ნახეს თავისუფლება ვოლიერებს მიღმა. განადგურდა ზოოპარკის ტერიტორია მის მობინადრეებთან ერთად, ხოლო იმ ცხოველებმა, რომლებმაც მოახერხეს და შეძლეს გაღწევა სულ რამოდენიმე საათში მათი ნაწილიც ტყვიას ემსხვერპლა. გადარჩენილი ცხოველები კი მშვიდობიანად დაუბრუნეს ნაცნობ ტერიტორიას. დანაკლისი სავალალო იყო. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ იყო, თუმცა არც ამდენად მძიმე. რა გინდა, რომ უთხრა ადამიანებს რომელთა ცხოვრებაც არ შეიცვლება იმდენად, რამდენადაც დიდი სიცარიელე დარჩათ სულში. ადამიანები, რომლებიც ამ დღემდე ვერ პოულობენ საკუთარ ახლობლებს ან მათ ვინც იპოვა ისინი, თუმცაღა უკვე უსიცოცხლოდ. კიდევ ბევრი რამ ითქმევა და დაიწერება 13 ივნისის შესახებ. დღე ტრაგედიისა და დღე გმირობის. ასეც უნდა იყოს უდაოდ, რათა გვახსოვდეს დღე 19 ადამიანის ნათელი ხსოვნის უკვდავ საყოფად, ამინ!

                                                                                                                        ***
და ბოლოს...
                                                                                                                _ ეპილოგი_

    13 ივნისის დილას ჩვენ ერთად შევხვდით და ის ჩვენს თავლწინ გათენდა. დღე რომლის გათენებასაც ასე სულმოუთმენლად ველოდი. დღემ რომელმაც მშვენიერი დილა მაჩუქა მასთან ერთად. კიდევ 1 დღე,  და კიდევ 1 დღით წინ გადადგმული ნაბიჯი სიყვარულისკენ. სიყვარული, რომელიც პასუხს ელოდა პატარა ციტატით ფოტოს უკანა მხარეს "მე შენ მიყვარხარ". მეშინოდა რომ ის ცალმხრივად პასუხ გაუცემელი დარჩებოდა. არ ვიცი როგორ ვთქვა ჩემდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, თუმცა ის არ დარჩა პასუხ გაუცემელი. 13 ივნისი ტრაგიკულ ღამეს სალომესაგან წერილი მომივიდა სადაც ეწერა რომ მას ეშინოდა. მახსოვს ფეხქვეშ საშინელი სიცარილე ვიგრძენი და გულიც დამიმძიმდა. სასწრაფოდ სტიქიის ადგილისკენ დავიძარი. სტიქიის შესახებაც სწორედ მისგან გავიგე. გზად როგორ გავიარე ან როგორ აღმოვჩნდი წელამდე წყალში საერთოდ არ მახსოვს. ეს დღე გათენდა და ის არც უნდა დასრულებულიყო. მე ვცდილობდი, ყველანაირად ვცდილობდი მის პოვნას უკუნით წვდიადში და მოვარდნილ დინებაში თუმცა ამაოდ. ის აღარსად იყო. რაც უფრო მეტ დროს ვკარგავდი თითქოს მით უფრო დიდ სიშორეს ვგრძნობდი მისდამი. გარშემო ყველა შველას ითხოვდა თან ეს მოვარდნილი ტალღების ხმაური... წყეულიმც იყოს ხმაური! ის არსადაა. ნუთუ განგება ამას დაუშვებდა?! მე ხომ ის სულ ცოტა ხნის უკან შევნიშნე ქუჩის გადაღმა კაფეში. მისი ღიმილი, ლურჯი თვალები და ეს თმა, საოცრად ლამაზი წაბლისფერი სქელი თმა. თუმცა უაზროა ყოველი ოცნება, როდესაც განგებას სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული. 14 ივნისის დილას უცნობი გოგონა, სალომე აღმოჩნდა. მე ის ვიპოვე მაგრამ ის, "ის" აღარ იყო. ის აღარ სუნთქავდა და არც მის თვალებში იგრძნობოდა ადრინდელი ცეცხლი. ასე არ უნდა გათენებულიყო და არც ასე უნდა გამქრალიყო ის გრძნობა, რომელიც ქალაქმაც იგრძნო. მის წინ ჩავიმუხლე  და თითქოს ჩემი სულიც მდინარემ შთანთქა. მდინარე, რომელმაც წამებში მოგლიჯა გარშემო ყოველივე თუმცა ვერაფერი დააკლო ფოტოს, რომელიც მას ხელში ძლიერად ეჭირა. მისი ფოტო რომლის უკანაც დატანებული იყო მშვენიერი, ლამაზი ხელწერით მცირედი სიტყვა პასუხად: - "მეც" 


                                                                                                                დასასრული


______________________________________________________________________________
ნაწარმოები დაფუძნებულია: 2015 წლის 13 ივნისის  ისტორიაზე.
ნაწარმოებში ნახსენები პერსონაჟები (გიორგი და სალომე) რეალურად არ არსებობენ.
შედეგები: დაიღუპა: 19 ადამიანი.
                  დაკარგულია: 6 ადამიანი.
                  მატერიალურმა ზარალმა შეადგინა: 50 მილიონ ლარს.
                  200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
                  ლიკვიდირებული იქნა ზოოპარკის მობინადრეების ნაწილიც.
______________________________________________________________________________ 


                                                                                                                           

                                                                                                 










                                                                                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები