ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2017


თბილისში...

არ გავჩენილვარ თუმცა თბილისში,
მეც თბილისელად თავს ვგრძნობ წლებია.
დავიარები ჩემი თილისმით,
მტკვარზე მთვრალსაც კი მიოცნებია.

არ გავჩენილვარ თბილისში, მაგრამ
როგორც მიმინო - მტკივა ხოხობი.
ამ ალალ გულში ჩავიკარ მაგრად
დედაქალაქი - ჩემი მომხმობი.

თავად ქართველს და ქართველთ მეხოტბეს
აქ ყველაფერი მიყვარს ქართული.
მისი წყალობაც არის - მე რომ დღეს
დავდივარ ასე წელგამართული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები