არაფერია იმაზე მეტად ამაღელვებელი, ვიდრე იმის შემჩნევა, მშობლები რომ თავიანთ პატარასთან ერთად სეირნობიდან ბრუნდებიან. ბავშვი შუაში ჰყავთ მოქცეული, ორივეს მაგრად აქვთ ხელები ჩაჭიდებული შვილისთვის და სადარბაზოს შესასვლელში თოვლიან ფეხებს იფერთხავენ. რაღაცას მხიარულად ლაპარაკობენ, შუალედებში ხმამაღლა იცინიან და ხვდები, რომ იმ წუთას ისეთი ძლიერები არიან, ვერაფერი შეაშინებთ, ვერც კიბე, რომელსაც ცხოვრებასავით უნდა აუყვნენ და ვერც უბრალო ხის კარი, ბოლოს რომ უნდა შეაღონ. მათ ჰყავთ ერთმანეთი და არ არსებობს იმაზე ძლიერი იარაღი, ვიდრე ერთადყოფნა. უყურებ ამ სურათს და გინდა გაშეშდე, სუნთქვა შეიკრა და შენი მეხსიერების ფირზე სამუდამოდ ასახო კადრი, რომელშიც ასე ძალიან გინდა, რომ შენ იყო აღბეჭდილი. ემოციით ივსები, სხვისი ბედნიერების თანამონაწილე ხდები და ცდილობ, ყველაფერი დაივიწყო, რაც იყო, რაც არის. ამ დროს იმ ქურდს ემსგავსები, თავისი რომ არა აბადია რა და სხვისი კეთილდღეობის ნარჩენებით ჩანთის ამოვსებას აპირებს. სასწრაფოდ ბრუნდები სახლში, იღებ საწერკალამს, ფურცელს და იწყებ წერას იმაზე, როგორი ბედნიერები შეიძლება იყვნენ ადამიანები. ძალიან გიჭირს საჭირო სიტყვების პოვნა, რადგან არც ისე ადვილია წარმოიდგინო ის, რაც არ გაგაჩნია და არც არასდროს გებადა. ცდილობ, მეხსიერების სკივრს ახადო თავი, ამოალაგო ფერად-ფერადი ისტორიები და შენი ნაცრისფერი ოთახი საზეიმოდ მორთო. ისე უსუსურად გამოიყურება შიგთავსი, ხალისი გეკარგება. გინდა, ნაკუწებად აქციო აქამდე დაწერილი ყველა სიტყვა და გაიქცე. შემდეგ ცდილობ, რომ წარმოსახვა ჩართო. სხვა პლანეტაზე მხოლოდ ერთეულებს დაუდგამთ ფეხი, მაგრამ ათიათასები ლაპარაკობენ იქაურობაზე და მოულოდნელად იმასაც ასკვნი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენში ის მეოცნებე ბავშვი გადაარჩინო, სეირნობიდან ბედნიერი რომ დაბრუნდა შინ. სხვა შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევს მთელი ცხოვრება სხვისი სიხარულის ნარჩენები აგროვო და საკუთარი ვერაფერი შეაკოწიწო. უნდა დაწერო, არჩევანი არ გაქვს. აუცილებლად უნდა გააგებინო მთელ სამყაროს, როდესაც გარეთ თოვდა, სახლებიდან ცხვირის გაყოფის იოტისოდენა სურვილიც რომ არ გააჩნდათ, ამ დროს გარეთ ბედნიერი ოჯახი სეირნობდა. სკვერში დაჭერობანას თამაშობდნენ, გუნდაობდნენ, თოვლით დამძიმებულ ტოტებს ერთმანეთს თავზე აფერთხავდნენ და კისრიდან მთელ სხეულში მოულოდნელად ჩათოვლილი სიცივე ისეთი თბილი იყო, როგორც სიყვარული. უნდა დაწერო. უნდა წარმოიდგინო ის სულში ჩაღვრილი სითბო, სახლში შესული ბავშვი რომ შემობრუნდება, ქურთუკის გახდას არ დააცდის მამას, შემოეხვევა კისერზე და ამ ჩახუტებით ყველაფერს ეტყვის. უნდა დაწერო იმაზეც, როდესაც სხვისი ოჯახური იდილიის თანამონაწილე გინდოდა გამხდარიყავი, სამყაროში სულაც არ იყო ყველაფერი იდეალურად. კარზე მორიდებით რომ დააკაკუნეს, შენ გამოაღე და მიგახვედრეს, რომ ბედნიერებაა შეგეძლოს ისე ძლიერად შეყვარება, შვილი თუ ავად გაგიხდება, გადააბიჯო ყველაზე ზედმეტს, აუყვე უცხო სადარბაზოს კიბეს, დააკაკუნო უცხო ბინის კარზე და მოწყალება ითხოვო. უნდა დაწერო იმაზეც, რაზეც ვერ ფიქრობ, ვერ ლაპარაკობ, ვერ წერ; იმაზე, რომ უფლება არ გაქვს, არ იყო ბედნიერი. უნდა დაწერო, რომ გადარჩე.
11.02.2017წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
8. კარგი ჩანახატია. სწორი შედარება იყო ქურდთან,ბევრია ასე,თავის ცხოვრება არ გააჩნია და სხვისით საზრდოობს. სამწუხარო რეალობაა დახატული. თუ ეს ავტორის რეალობის პროექციაა,მაშ ვეტყვი რომ ყველაფერი წინ აქვს (ასე მგონია და ასე მჯერა) წარმატება! კარგი ჩანახატია. სწორი შედარება იყო ქურდთან,ბევრია ასე,თავის ცხოვრება არ გააჩნია და სხვისით საზრდოობს. სამწუხარო რეალობაა დახატული. თუ ეს ავტორის რეალობის პროექციაა,მაშ ვეტყვი რომ ყველაფერი წინ აქვს (ასე მგონია და ასე მჯერა) წარმატება!
6. ძალიან მომეწონა, როგორი პატარა და საინტერესო.
ძალიან მომეწონა, როგორი პატარა და საინტერესო.
5. რა ორაზროვანი სათაურია- ერთად (ერთ ცალად , მარტო) ყოფნისაცაა და ერთმანეთთან ყოფნისაც.
გეყოლება შენც ბოვშები, არმენ :)
რა ორაზროვანი სათაურია- ერთად (ერთ ცალად , მარტო) ყოფნისაცაა და ერთმანეთთან ყოფნისაც.
გეყოლება შენც ბოვშები, არმენ :)
4. აუცილებლად უნდა გააგებინო მთელ სამყაროს, როდესაც გარეთ თოვდა, სახლებიდან ცხვირის გაყოფის იოტისოდენა სურვილიც რომ არ გააჩნდათ, ამ დროს გარეთ ბედნიერი ოჯახი სეირნობდა. სკვერში დაჭერობანას თამაშობდნენ, გუნდაობდნენ, თოვლით დამძიმებულ ტოტებს ერთმანეთს თავზე აფერთხავდნენ და კისრიდან მთელ სხეულში მოულოდნელად ჩათოვლილი სიცივე ისეთი თბილი იყო, როგორც სიყვარული. 5 :) აუცილებლად უნდა გააგებინო მთელ სამყაროს, როდესაც გარეთ თოვდა, სახლებიდან ცხვირის გაყოფის იოტისოდენა სურვილიც რომ არ გააჩნდათ, ამ დროს გარეთ ბედნიერი ოჯახი სეირნობდა. სკვერში დაჭერობანას თამაშობდნენ, გუნდაობდნენ, თოვლით დამძიმებულ ტოტებს ერთმანეთს თავზე აფერთხავდნენ და კისრიდან მთელ სხეულში მოულოდნელად ჩათოვლილი სიცივე ისეთი თბილი იყო, როგორც სიყვარული. 5 :)
3. მშვენივრად სევდიანი! მშვენივრად სევდიანი!
2. კარგი ჩანახატია, მაგრამ ავტორს ავიწყდება რომ არსებობს მომავალიც და ამ მომავალში შეუძლია უფრო კარგად გაითავისოს ყველა ის გრძნობა, რაც თავად აღწერა სხვების ყურებისას
წერა კარგია, მაგრამ როცა განგიცდია რაზეც წერ, კიდევ უკეთესად გამოვა :)
მოკითხვა კარგ ადამიანს და ცოტახნისწინიუბილარს :) კარგი ჩანახატია, მაგრამ ავტორს ავიწყდება რომ არსებობს მომავალიც და ამ მომავალში შეუძლია უფრო კარგად გაითავისოს ყველა ის გრძნობა, რაც თავად აღწერა სხვების ყურებისას
წერა კარგია, მაგრამ როცა განგიცდია რაზეც წერ, კიდევ უკეთესად გამოვა :)
მოკითხვა კარგ ადამიანს და ცოტახნისწინიუბილარს :)
1. უბრალო განწყობა. თუ მხატვრულ ღირებულებაზე დააპირებთ რამის თქმას, - ვიცი, თუ ამბავს დაუწყებთ ძებნას, - ის აქ არაა, გასული შაბათის მცირე ფოტოსლაიდია მხოლოდ :)
უბრალო განწყობა. თუ მხატვრულ ღირებულებაზე დააპირებთ რამის თქმას, - ვიცი, თუ ამბავს დაუწყებთ ძებნას, - ის აქ არაა, გასული შაბათის მცირე ფოტოსლაიდია მხოლოდ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|