ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2017


ხელის გულებზე მზის სხივებს ვნამავ

ხელის გულებზე მზის სხივებს ვნამავ
ახლა ახლოა მზე არტანუჯის
შავ-თეთრ დღეების მომყვება დრამა
და ახლოვდება საღამო ლურჯი

შებინდებისას იქროლებს ქარიც
და წელიწადის ოთხივე დროში
დღეები წარვლენ როგორც სიზმარნი
შენც შეიცვლები ისწავლი ლოდინს

შენც გაგაოცებს  მირაჟი ცაზე
და ვარსკვლავების უხმო დესანტი
წვიმის წკარუნი ქარში, მინაზე
და გაგაკვირვებს  როგორც  პეგასი

ხელისგულებზე მზის სხივებს ვნამავ
ზეცას  შევყურებ როგორც პასკალი
ცხოვრება არის პატარა დრამა
გამოგვატარებს ბედი მსახვრალი

საღამოს ბინდი ზეცას შემოსავს
და შორეული გრიგალი,ურჩი
აგეკიდება როგორც მინოტავრს
გადასაჩეხად უძირო კუპრში

როდესაც  ბინდიც დახუჭავს თვალებს
ალიონს მაცნედ შევეგებები
და გავიხსენებ შოთას და კარმელს
ჩუმი ლოცვით და  ჩუმი ვედრებით

და ახლა როცა ასე ახლოა
მზე არტანუჯის,მზე შერიგების
ეს  მიწაც ჩემი სამოსახლოა
მწამს გრანელივით გარდავიცვლები

ხელის გულებზე მზის სხივებს ვნამავ
ახლა ახლოა მზე არტანუჯის
შავ-თეთრ დღეების მომყვება დრამა
და ახლოვდება საღამო ლურჯი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები