ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2017


გოგო - პოეტი

მართლა არ ვიცი, რა ფრაზებს წერენ
ბიჭები ღამით,
ის კი ვიცი, რომ
ჩვენ, გოგონები, გრძელი დღის მერე,
გულის წასვლამდე თუნდაც ვიცინოთ,
ძილის წინ ბალიშს მივაყრდნობთ ზურგებს,
ხელში ავიღებთ ნატანჯ რვეულებს,
ფურცელზე გავფენთ მთელი დღის უთქმელ
აზრებს, ბრძნულებს, თუ გადარეულებს.
თითქოს,
ჩვენს სათქმელს ადრესატს ვაწვდენთ,
მთელი სისავსით, ანით ჰოემდე...
ოჰ, რა ძნელია,  მშვიდად  რომ დაწვე,
როცა ხარ გოგო და თან - პოეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები