***
-მოკლედ სტუმრები აქეთ დასხდებიან სახით სცენისკენ და ვფიქრობ ნახატების გატანა მოგვიწევს დროებით დარბაზიდან -ესაუბრებოდა თანამშრომლებს, მარიამი მოახლოებულ პრეზენტაციაზე და ერთად გეგმავდნენ მის ორგანიზებას. - ან საერთოდ იცით რას ვფიქრობ?! კედლებზე ნახატების მაგივრად მისი ნაწარმოებებიდან ციტატები, რომ დავბეჭდოთ და ჩარჩოებში ჩავსვათ თქო. ორიგინალური და საინტერესო იქნება ჩემი აზრით. პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრები უკეთ გაეცნობოდნენ მის შემოქმედებას და ბოლოს პრეზენტაციაა... -კარგი აზრია მაგრამ ერთ თვეში მოვასწრებთ ამ ყველაფერს? -უნდა მოვასწროთ! -თქვა მარიამმა. -მაშინ ლევანიც აქ უნდა იყოს, რადგან მისი აზრი უფრო მთავარია, ხომ ხვდები?! -ლევანს დაველაპარაკები კიდევ ერთხელ და მოვილაპარაკებთ რამეს. -ცოცხალი მუსიკა? -არა, ცოცხალი მუსიკა არ მინდა. მხოლოდ რამოდენიმე მუსიკოსი დამჭირდება, რომ მთლიანი პრეზენტაციის დრო კლასიკური მელოდიით იყოს გაფორმებული დაბალ ხმაზე თან, რომ გასდევდეს ავტორის საუბარს. -ეგაც შეიძლება. სხვა მწერლების დაპატიჟებასაც აპირებ? -მხოლოდ სტუმრების სახით. მინდა მხოლოდ ლევანმა ისაუბროს მთელი ამ ხნის განმავლობაში. -კარგი მაშინ ეგრე მოვიქცეთ. შენ რას აპირებ ეხლა? -რაღაც მონახაზი გვაქვს და მაშინ წავალ და ლევანს ვნახავ. -მე შევეხმიანები ჩემს მეგობრებს. მუსიკოსები არიან და ვნახოთ იქნებ დაგვეხმარონ რამეში. -და იქნებ ვინმე ოპერატორიც, რომ მოიძიო სადმე. -მოკლედ შეგეხმიანები რა, მარიამ თუ რამე გავარკვიე. -კარგი. მოულოდნელად მისი მეგობარი გასასვლელთან შეჩერდა და პირდაპირ მისკენ მოტრიალდა. -მარიამ.... -გისმენ?! -გიყვარს ხო ეგ ბიჭი? -ამ კითხვაზე მარიამმა უცნაურად გაიკვირვა თუმცა შეეცადე, რომ არ დაბნეულიყო. -მგონი, კი.
*** -ეს ყველაფერი როდის გაიგე? -რამოდენიმე თვის უკან. -მერე? -მერე არც არაფერი... -დაგვიანებულია მკუნრალობა? -ძალიან. ბოლო სტადია დამიდგინეს. -წარმოუდგენელია! -ერთი სიტყვით მე ის უსულო სხეული ვარ რომლის გულსაც აპარატით ძალით ამუშავებენ, რათა არ მოკვდეს. -აქ ადრეც შეგამჩნიე უბრალოდ ზედმეტად არ მინდოდა რამე მეკითხა. -მითხრა გოგას დედამ. -ვერც დავმალავდი. ჩვენ ხომ ერთ საავადმყოფოში ვართ. -მარიამი ხო? -კი მარიამი... -იცის ამის შესახებ? -ჯერ არა. -ალბათ არც ჩემმა გოგამ? -არა და არც მინდა, რომ იცოდნენ. მალე ჩემი წიგნის პრეზენტაციაა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მარიამიც ისეთი ენთუზიაზმითაა სავსე, რომ არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო. -მაპატიე -აღელვებული სკამიდან წამოდგა და ჯიბეებში რაღაცას დაუწყო ძებნა.- ჩემს შვილს ისე უყვარხარ, რომ არ ვიცი რა ვიფიქრო. -მთავარია ის კარგად იყოს. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა იფიქროთ. -იცი?!-ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა -მაშინ გამოფენაზე, რომ ვიყავით ვერც კი გავიხსენე ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი. -... -სულ იღიმოდა და თან ისეთი გაბრწყინებული თვალებით შემოგყურებდა რომ... -გოგა ძალიან ძლიერია.-ვუთხარი მას. -დედა ვარ და რთულია შვილს უყურო ასეთ მდგომარეობაში. მისი უბრალო ღიმილიც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. მინდა ძველებურად გარეთ ფეხბურთს თამაშობდეს ბავშვებთან ერთად. ჭუჭყში ამოგანგლული რომ შემოირბენდა ხოლმე სახლში. ისეთი მოუსვენარი და ცელქია, რომ არ ვიცი. მასწავლებლები ვერაფრით აჩერებდნენ გაკვეთილზე. 12 წლისაა მაგრამ უკვე იმდენჯერ ვარ დირექტორთა დაბარებული მისი მოუსვენარი ხასიათის გამო, რომ რა ვიცი. -მის ამ სიტყვებზე კი მართლაც გულიანად გამეცინა. -ამ ყველაფრის მერე კი სწორედ შენ ხარ "ის", ვინც მასში მისი ბავშვური ბედნიერება დამანახა ხელახლა. -მომისმინეთ... -შენ არ შეიძლება, რომ ცუდათ იყო -და მოულოდნელად ცრემლები წასკდა თვალებიდან. რა დროსაც მშვიდად მივუახლოვდი და ძლიერად მივიკარი ის -არ შეიძლება. ასე არ შეიძლება. -იმეორებდა დაუსრულებლად. -მეც მისი ბედნიერება მსურს. -იქნებ არსებობს რაიმე სხვა გზა? -აღარ გვინდა ამაზე საუბარი, გთხოვთ. -შენთვის ვილოცებ, მე მწამს ღმერთის და ის დაგიცავს, ვიცი. -... -აუცილებლად დაძლევ. -თქვენ გოგას სჭირდებით. ძლიერი და დარწმუნებული თავის თავში. -ყველანაირად ვცდილობ რომ მან არაფერი იგრძნოს. -მართალია.-სახეზე ცრემლები ფრთხილად მოვწმინდე და თვალებში ჩავხედე -თქვენ მას სჭირდებით.მეც ხომ ხედავთ, რომ არ გტოვებთ?! -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, ლევან. -ჩვენ მას დავაყენებთ ფეხზე. ასე, რომ ჩემზე კი არა მასზე იფიქრეთ, მხოლოდ მასზე. -დედისთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც შენნაირი ადამიანი ჰყავს გვერდით. -კარგად იქნება ყველაფერი.
*** წერით ყოველთვის ვწერდი. ადრეულ ასაკშივე აღმოვაჩინე, რომ წერა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა და მასში უდიდეს სიმშვიდეს ვპოულობდი. ვწერდი სკოლაში გაკვეთილების დროს, ავტობუსში მგზავრობისას, გაჩერებებზე, ქალაქ გარეთ ბუნებაში და სახლშიც გვიან ღამისას. ვწერდი თუმცა მხოლოდ ჩემთვის და ამის აფიშირება არასდროს მომიხდენია არსად. ალბათ იმიტომ რომ ვერაფერ განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ვერ ვხედავდი ჩემს ნაწერებში. არასდროს მიყვარდა ადამიანებთან რაიმეზე კამათი. ბევრი რამ არ მომწონდა მათში მაგრამ ყოველთვის ვიკავებდი თავს პირდაპირობისგან. ხშირად მტკენია კიდეც და სწორედ ამიტომ ვწერდი დილამდე გაუჩერებლივ. ყველაფერი ფრაზებად გადმომქონდა ფურცელზე და ბოლოს შეიძლება დამეწვა ან დამეკუჭა კიდეც და შორს მომესროლა ნაწერი. სადღაც ოთახის კუთხეში მიმეგდო და დამეტოვებინა იქაურობა. ხანდახან უკან დავბრუნებულვალ და ხელახლა გადამიხედია მისთვის. კვლავ ამიღია დაკუჭული ფურცელი და ზედ რამოდენიმე წინადადებაც დამიმატებია. მრჩეველი არც არასდროს მყოლია რადგან მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე. ჯერ კიდევ სკოლის რიგითი მოსწავლე ვიყავი, როდესაც მარტოდ მარტო დავრჩი. ეს იყო პერიოდი რა დროსაც მხოლოდ გადარჩენისათვის ვბრძოლობდი და საერთოდაც არ მქონია ამბიცია ჩემი თავი დამემკვიდრებინა ამ ქვეყნად როგორც მწერალს. მშიოდა, მწყუროდა და მციოდა კიდეც მაგრამ მაინც ვწერდი. ვწერდი გონებაში, წარმოვიდგენდი სიუჟეტურად ჩემს ნაწარმოებს და შემდგობ კვლავ ფურცელზე გადმომქონდა ემოცია. ის გაყინული და გაქვავებული ემოცია რაც ცხოვრებამ მარგუნა. ალბათ ესაც, რომ არ შემძლებოდა ერთ-ერთი უბოროტესი ადამიანი გავხდებოდი, რადგან ჭეშმარიტი მწერალი ვერასდროს იქნება ბოროტი. ეს უფრო და უფრო შეუძლებელია მისი ყოველი ნაწერის შემდგომ. ჩემს თავს მწერალს არასდროს ვუწოდებდი, ხოლო ნაწარმოებებს უბრალო ნაწერებს ვეძახი, რადგან არ ვთვლი რომ ისეთივე მწერალი ვარ როგორიც იყვნენ და არიან სხვები. მე ვარ -მე, უბრალო ნაწერებით დარჩენილი მომაკვდავი მე. ადამიანი რომლის ცხოვრებაც ყოველდღიურად იცვლება და მიექანება სადღაც უფსკრულისაკენ. სარკეში ყოველი ჩახედვისას ვამჩნევ თუ როგორ დააჩნდა თვალის უპეებს სიშავე, როგორ დაკარგა სახის ნაკვთებმა ახალგაზრდული ენერგია და როგორი ფერმკრთალი გახდა ის. მეგონა ღიმილის შეგრძნებაც დავკარგე და რომ არა, მარიამი ამასში ნამდვილად დავრწმუნდებოდი. მან ღიმილი კი არა სიცოცხლის უსაზღვრო სურვილი დამიბრუნა. მაინც ვერასდროს შევძლებ ვუთხრა, რომ მიყვარს ის, რადგან ჩემი მოსალოდნელი სიკვდილით უბრალოდ გულს ვატკენ და სჯობს მეგობრულ საზღვრებს არ გასცდეს ეს სიყვარული. მთვარია ისა და გოგა ჩემს გვერდით არიან და მაცოცხლებენ. მიფარადებენ დღეებს და მას დაუვიწყარსს ხდიან. აქამდე ისე ვცხოვრობდი, რომ საერთოდაც არავის არ დაუნახავს ჩემში რაიმე განსაკუთრებული. ის კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა "სიყვარული ნათელ ფერებში" მიიტანოს მკითხველამდე. გააცნოს რათა შემდგომ წაიკითხონ და შეიყავრონ როგორც წიგნი. მე კიდევ იცით რისი მეშინია?! იმის, რომ ვერ მოვასწრებ საკუთარი მთავარი სიტყვის თქმას პუბლიკის წინაშე. პირადად მინდა მათ თვალებში ვუყურო რათა დავრწმუნდე, რომ ეს ნაწერები რამედ ღირს. სხვა თუ არაფერი იმის იმედს მაინც დავიტოვებ, რომ წიგნი თავად იტყვის ჩემს სათქმელს. იტყვის იმას, რომ სწორედ სიკეთის ძალით უნდა ბრუნავდეს სამყარო, რომელშიც ხალხს სიყვარულის ნათელი ფერების წამს და ეს არა მხოლოდ ჩემი სამყარო, არამედ მათიც გახდა. ამით მივაღწევ იმას რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობდი. შემდეგ კი უკვე აღარ მანაღვლებს რა მელოდება წინ. აქამდეც, რომ მოვედი ღმერთის მადლიერი ვარ, რომელმაც უთუოდ იცის თუ რად დამიჯდა ეს ყველაფერი. მოვედი მარტო ყველას გარეშე და თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე თავად ჩემი შესაძლებლობებისდასამებრ. არც ფიზიკური სისუსტე მაფერხებს და არც ეს ცეცხლ ჩამქრალი თვალები. მე იმაზე ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე სხვა ჩემზე უკეთ მყოფი ადამიანი. უბრალოდ ჩემს მდგომარეობაში იცვლება შეხედულებები გარემოებების მიმართ. მე არ ვოცნებობ როგორც სხვა დანარჩენები და მეტიც, მე ვჩქარობ რათა მოვასწრო ის რაც მნიშვნელოვანია და იმ უამრავ ოცნებათაგან ერთ-ერთი მაინც მოვიყვანო სისრულეში. აღარ მაქვს მიზნები, რომლებიც უკავშირდება შორ მომავალს. ვიწყებ ახლანდელი და წარსული დროის დაფასებას და ვცდილობ ყოველი წამი ღრმად ჩამეჭდოს გონებაში. ამ ყოველივეს შემდეგ ალბათ სასაცილოა იმაზე ფიქრი თუ, როგორ უნდა შევქმნა ისტორია, რომელიც ჩემს სახელს სამუდამო დიდებას მოუტანს მაგრამ მაინც არ ვნებდები, რადგან ამით შესაძლოა ბევრი ადამიანის ცხოვრებაც კი შევცვალო. ისინი წაიკითხავენ ნაწარმოებებს ჩემი თანა ავტორობით და ერთ რამეში დარწმუნებული მაინც ვიქნები, რომ თუ ყველაფერი დიდი ინტერესით მოხდება ისინი უზღვავ სიყვარულს შეიგრძნობენ წიგნის ფურცლებიდან. ეს იქნება ცვლილება უკეთესობისკენ. ყოველმა ახალმა ფრაზამ ცნობისმოყვარეობა უნდა გაგიღვივოს და როდესაც საბოლოოდ წიგნს დახურავ დაფიქრდე თუ რა შეგმატა მან და იყო თუ არა ახლოს ის შენს სულთან. სწორედ ეს არის ხელოვნების სიძლიერე და მოხურული ვარ, რომ მას თავად ვქმნი.
*** -მცირედი ამონარიდი გვჭირდება ნაწარმოებიდან, რითაც შენი გამოსვლა დაიწყება. -და შემდეგ მისალმება ხომ? -ხო შემდეგ უკვე პუბლიკას გაეცნობი. -სასწაულის არსებობა მხოლოდ ზებუნებრივ ძალასთან არ არის დაკავშირებული. ადამიანებს თავადაც შეუძლიათ სასწაულის მოვლენა. ახლა მე შენზე ვისაუბრებ. გამოჩნდი მაშინ, როდესაც ვკარგავდი რწმენას, ვკარგავდი საკუთარ თავს ხოლო მარტოობამ ოთახის ოთხ კედელს შორის მომაწყვდია. თვეების განმავლობაში არ ვიცოდი რა ხდებოდა კედლებს მიღმა. იკარგებოდა იმედი და შეგრძნება რაღაც წარმოუდგენლის. შემდეგ გამოჩნდი შენ, რომელმაც ზუსტად ერთ დღეში გარდაქმნა აწმყო ხოლო ერთი თვის თავზე უკვე მოწოდების სიმაღლესთან მიმაახლოვა. შენ ეს შეძელი, რადგან ის ძალისხმევა გქონდა რასაც სასწაულის რეალობად ქცევა შეუძლია. შექმენი სასწაული და ისიც ჩემთვის. სხვა რა შემიძლია გითხრა გარდა იმისა, რომ შენ ჩემი მოვლენა ხარ! მიფიქრია იმაზეც, რომ მოსმენით ყველას ვერ მოუსმენ, რადგან შეუძლებელია. ზოგს კი შეუძლია ადამიანი წაიკითხოს, ზოგი მათ უყურებს, მე მხოლოდ ვწერ. ვქმნი არა რეალურ პიროვნებებს საკუთარი რეალობიდან და მათ ვრცელ ისტორიებს ვარგუნებ. არა და მე ერთი ვარ, ისინი კი მთელი სამყარო. იმედია გამიგებენ რატომ ვერ ვუსმემ მათ. ისინი ხომ ცხოვრობენ და არსებობენ და ამათგან მხოლოდ მე ვიცი რას ნიშნავს სიკვდილთან ახლოს ყოფნა. იქნებ ღმერთი ვარ?! განსხვავება მხოლოდ ის იქნება ჩემსა და ღმერთს შორის, რომ მე მასავით ვქმნი ადამიანებს, თუმცა მოკვდავი ვარ და არა უკვდავი როგორც ის. არა სრულყოფილი ღმერთი ვარ. თან ვერც ვუსმენ ყველას. წიგნი ჩემი სამყაროა, პერსონაჟები - ადამიანები და მხოლოდ ეს ვარ. კიდევ ბევრ პერსონაჟს შევქმნიდი მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბედმა სასტიკად დამცინა. იმ რეალურ ცხოვრებაში, რომელიც მე არ შემიქნია და სწორედ ამიტომაც ვტოვებ მას. იმედია ღრუბლებში ფრენა მაინც არაა მითი და ამაში მაინც გამიმართლებს. მოკლედ, წავედი! მეჩქარება. -მშვენიერია.
***
თბილისი
ზამთარი. 1990 წელი.
-ასე ხომ ბავშვს სულ მთლად გააციებთ?!-ეჩხუბებოდა გამვლელი მოხუცი ქუჩის კუთხეში მჯდომ გაჭირვებულ ქალს, რომელიც ცივ და სუსხიან ზამთარში პატარა ბავშვით ხელში სამათხოვროდ გამოსულიყო გარეთ. -სხვა გზა არ მაქვს ქალბატონო -ათრთოლებული ბაგეებით უპასუხა თუმცა ქალი მაინც არ ეპუებოდა. -თქვენ მიზეზები არ დაგელევათ, არა. აი მე კიდევ ყველაფერს ვხვდები. შენი თავი მაინც თუ არ გეცოდება, ბავშვმა რა დააშავა. -კი მაგრამ სად წავიდე? -სად და სახლში უნდა წახვიდე. ან ბავშვი მაინც დაუტოვე მეზობლად ვინმეს. -მეზობლები არ მყავს. -რას ჰქვია არ გყავს? -სახლი არ მაქვს ქალბატონო თორემ აქ რატომ გავყინავდი საკუთარ შვილს?! -ეხლა უკვე რაღაცას მატყუებ? -გეფიცებით. -მაშ არც ქმარი გყავს? -ქმარი გარდამეცვალა 1 წლის უკან და იმის მერე ასე ვარ. ამ სიტყვებმა ქალი უფრო აღაშფოთა რაც აშკარად დაეტყო მის განრისხებულ სახეს. -კი მაგრამ შენს ქმარს დედ-მამა არ ჰყვანდა. ვინმე ნათესავი ვინც მოგხედავდა შენ და შენს შვილსაც. -უარი თქვეს. -ვისზე? -ჩემზე და ჩემს შვილზე. მის მერე ასე ვარ. -ქუჩაში დაგტოვეს იმ უმსგავსოებმა? -სწორედ ამაზე გელაპარაკებოდით. სახლი აღარ მაქვს. -და ხელები მძინარე ბავშვს ძლიერად მოხვია. -რა ამბობ გოგო? -ასეა ქალბატონო, ასე. -რატომ ღმერთი არ გაუწყრებათ იმ უგულოებს?!- მისმა ხმამაღალმა საუბარმა სხვა გამვლელების ყურადღებაც მიიპყრო -ეს ფარფატელა მოსაცმელი გაათბობს ამ ერთი ბეწო ბავშვს? -ვიცი მაგრამ... -რაღა მაგრამ?! ადექი გოგო ადე... -ხელი გაუწოდა. -გაიყინებით თქვე საცოდავებო. ახალგაზრდა გოგო დაიბნა თუმცა შიშით რას გაუბედავდა შეკამათებას ამ უცხო ადამიანს. ფრთხილად წამოდგა მის წინ და ერთხანს ასე იდგა გაშეშებული. -რას დამდგარ ხარ? წავედით! -სად ქალბატონო? -იქ სადაც მეზობლებიც გეყოლება და თბილი სახლიც გექნება. -არ შემიძლია. -შენ არც არავინ გკითხავს ჩემო გოგო, ბავშვი მებრალება. ღმერთო დიდებულო, რა ხალხია -არ მშვიდდებოდა ქალი და თან ხელკავ გაყრილი ნელ-ნელა გაშორდნენ კიდეც იქაურობას. - შე დალოცვილო შენა. ახალგაზრდა გოგო, რომ ხარ, რამე მაინც არ უნდა მოგეფიქრებინა შენი შვილისთვინა? გამოგეძებნა დრო, შეგეწუხებინა ხალხი აქ, რომ დამჯდარხარ ცივ ქვაზედა და გამვლელებს მისჩერებიხარ საწყალი თვალებითა. ესენი შენი ნათესავებისგან კი არაფრით განსხვავდებიან. თან დროა შვილო ისეთი, რომა შენი თავის პატრონი ხო... თავადვე უნდა იყო. ცოტა უნდა გამოფხიზლდე გოგოვ, ხომ გამიგე? -არც ვიცი რა გითხრათ. -გეშიება ალბათ შენა?! -კი მშია. -დიდი ხანია რაც ასე ხარ? -თითქმის წელიწადი. რაც მეუღლე გარდამეცვალა. -მერე ამ ხალხს დაევსო ეს თვალები თუ როგორაა ჩვენი ამბავი? -აბა რა ვიცი. -ღმერთსა მადლობას უნდა სწირავდე, რომ დღემდის პირში სული გიდგას. მას ნამდვილად ჰყვარებიხარ. -მგონი ღმერთმა დაგვივიწყა ყველანი.... -რას სცოდავ გოგო?- ქალი გაჩერდა და კვლავ განრისხებული თვალებით შემომხედა -ღმერთი რო არა, აქამდე შენი მტვერიც კი არ იქნებოდა იმ ქუჩის კუთხეში ხომ გეყურება?! ასე, რომ დააფასე მისი არსებობა. ახლა კი გამომყევი ცოტაღა დარჩა და მივედით სახლთანა. -ასე მარტივად როგორ ვიცხოვრო თქვენთან? -ერთი წელი ხო კარგა მარტივად იჯექი ცივ ქვაზედ. ხომ ცხოვრობდი? ხომ გასტანე? -მართლა არ ვიცი რა გითხრათ. -შენ ის ჯობია, შენი სახელი მითხრა. -მაია. -და ბავშვს რაღა ჰქვია? -ლევანი. -ხომ გეუბნები შვილო ხანდისხან ისეთი გაკვირვებული ვრჩები ამ ხალხის შემყურე, რომ მეტი არ შეიძლება. შე ოჯახაშენებულო გული არა გაქვს ასე უემოციოდ რომ ჩაუვლი ასეთ ახალგაზრდა გოგოს?! არ ვიცი არა, ვგიჟდები. -ჩემი შვილი მაცოცხლებს. -ხოდა ამიტომაც მაგ შენს შვილსა ახლა უნდა მოფრთხილება და თბილი კერა. არაუშავს ჩემო გოგო, აწი არაფერზე იდარდო და ნურც ჩემი ხმამაღალი საუბარი შეგაშინებს ხოლმე. ასეთი ვარ და რა ვქნა?! და სწორედ ამიტომაც ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ფეხზედ მაგრადა ვდგავარ. ის, რომ არა საერთოდ წაგვლეკავდნენ ბოროტის მქმნელნნი ხალხი.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რამოდენიმე >>რამდენიმე ... მოგიკითხე, მოვბრუნდები და წავიკითხავ. კონკურსები ჯერ ნაადრევი მგონია. ისე გამოცდილებას მოგცემს. :) თუმცა დარწმუნდები რომ ყველა ჟიური გაყიდულია. არანაირი რეალური კონკურსი არ არსებობს. გული არ დაგწყდეს არაფერზე.
რამოდენიმე >>რამდენიმე ... მოგიკითხე, მოვბრუნდები და წავიკითხავ. კონკურსები ჯერ ნაადრევი მგონია. ისე გამოცდილებას მოგცემს. :) თუმცა დარწმუნდები რომ ყველა ჟიური გაყიდულია. არანაირი რეალური კონკურსი არ არსებობს. გული არ დაგწყდეს არაფერზე.
4. მადლობა. თქვენს რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. მადლობა. თქვენს რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ.
3. მომეწონა! კარგად წერ გიორგი, აბა ჰე, კონკურშში წარმატებას გისურვებ, მე კი, დაველოდები გაგრძელებას. ერთი რჩევა მაქვს, თუ გაითვალისწინებ შენი ნებაა. "ჭუჭყში ამოგანგულული"- პირველი სიტყვა ეგება შეცვალო ?! მომეწონა! კარგად წერ გიორგი, აბა ჰე, კონკურშში წარმატებას გისურვებ, მე კი, დაველოდები გაგრძელებას. ერთი რჩევა მაქვს, თუ გაითვალისწინებ შენი ნებაა. "ჭუჭყში ამოგანგულული"- პირველი სიტყვა ეგება შეცვალო ?!
2. ნაწარმოები კონკურსზე გავაგზავნე და სწორედ კონკურსის მოთხოვნაა, რომ არსად აღარ უნდა გამოქვეყნდეს. რამოდენიმე თვით აღარ შემეძლება ნაწარმოების აქ გამოქვეყნება, სამწუხაოდ. ეს გაგრძელებაც მხოლოდ იმიტომ დავდე, რომ ის ვინც კითხულობდა ნაწარმოებს ამ ეტაპზე ამ ბოლო თავს მაინც გაცნობოდა. მათი აზრისა და შთაბეჭდილებების ინტერესიდან გამომდინარე. ნაწარმოები კონკურსზე გავაგზავნე და სწორედ კონკურსის მოთხოვნაა, რომ არსად აღარ უნდა გამოქვეყნდეს. რამოდენიმე თვით აღარ შემეძლება ნაწარმოების აქ გამოქვეყნება, სამწუხაოდ. ეს გაგრძელებაც მხოლოდ იმიტომ დავდე, რომ ის ვინც კითხულობდა ნაწარმოებს ამ ეტაპზე ამ ბოლო თავს მაინც გაცნობოდა. მათი აზრისა და შთაბეჭდილებების ინტერესიდან გამომდინარე.
1. მესამე-მეოთხენაწილი სადაა? ცოტა ნაჩქარევად წავიკითხე და რაღაც თემატურად დაუკავშირებლის შეგრძნება დამრჩა. იქნებ ვცდები? მესამე-მეოთხენაწილი სადაა? ცოტა ნაჩქარევად წავიკითხე და რაღაც თემატურად დაუკავშირებლის შეგრძნება დამრჩა. იქნებ ვცდები?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|