ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2017


"ზარები გრიგალში"


მიდი, დარისხე ეგ ზარები "მნათე ოქროპირ"
ცოდო ის არის ვისაც თავი ღმერთი ჰგონია,
ჩატეხილია სულში დარდის  ბასრი ოროლი
და ლეში ჩემი მარტოობის ალეგორია

გდია,საყდრის წინ წაქცეული, როგორც სამრეკლო,
ვერ მოვერიე სიყვარულით ვერცა გრიგალებს..
ეშმაკმა უწყის რანაირი ცოდვით წაგლეკოს,
როდესაც ღმერთი მიგატოვებს, კაცი გიგანებს...

მიდი დარისხე ეგ ზარები "მნათე ოქროპირ"
("მამაო ჩვენო რომელი ხარ შენ ცათაშინა")
კაიხანია ღამისპირულს კივის ოლოლი,
სულს ვჯავრობ თორემ,  ხორცი ისეც ჯოჯოხეთშია...

ლ.ლ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები