ორი წელია არასრული, ალბათ გასული, ღამე აღდგომის, წამი ფრთხილი და შესაშური. როგორ გვციოდა და პირველმა თქვი - ჩახუტება ისე მიყვარსო სანამ სული ჩაიხუთება. თუმცა რაღაცა გვაყოვნებდა და გადახვევა ჭირდა, როგორც ჭირს შენზე ლექსის დღეს გადახევა. თუმცა პირველი ღამე იყო, შენთვის პირველი, ჩემთვის პირველი, გული ჯერაც მოუპირელი.
ორი წელია არასრული, ალბათ გასული, ღამე აღდგომის, წამი ფრთხილი და შესაშური. მახსოვს წირვიდან ვბრუნდებოდით ნაზიარები. მაგ დროს ბუკოვსკის ტექსტებს ხშირად ვაზიარებდი. მაშინ ახალი ნაცნობები გვერქვა ცავ, კიდევ ჭორებს ხლართავდნენ მაგრამ ხელი მაინც ჩავკიდეთ. დავპატარავდით მერე ღმერთმა კვლავ გაგვადიდა, გაგვამდიდრა და ხელი-ხელს და გავთამამდით და ვერ ვიტყვი მხოლოდ მე ვუმადლი ცივ-ცივ ამინდებს ტაძარში იმ დღეს სანთელი ხომ თავად ამინთე. ბრძანება შენმა ხელისგულმა გასცა მარცხენამ, გავერთიანდით ჩვენ სიცივის დასამარცხებლად.
ორი წელია არასრული ალბათ გასული, ღამე აღდგომის, წამი ფრთხილი და შესაშური. რა დამავიწყებს სახე ბევრჯერ გადამისერე, შემყვარებიხარ გეფიცები ამ ღამის მერე. მიყვარდი! ღირსი ვეღარ გახდი ჩემი ცოლობის, მახსენდები და კვლავ ივსება წვიმით ჟოლოფი. ვჩურჩულებ! მხოლოდ ჩურჩულს ვატან ახლა ექოს ნავს, და მგონია რომ იმ ღამესვე უნდა მეკოცნა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გულწრფელი ლექსია,როგორც თავად ავტორი. მე მომწონს გულწრფელი ლექსია,როგორც თავად ავტორი. მე მომწონს
4. კარგი ადამიანები არიანო, ვისაც ჩახუტება უყვართო. ძალიანო.
არ იყო ცუდი.
კარგი ადამიანები არიანო, ვისაც ჩახუტება უყვართო. ძალიანო.
არ იყო ცუდი.
2. ,,და მგონია რომ იმ ღამესვე უნდა მეკოცნა'',
მეც მქონია მსგავსი სინანულის განცდა ოდესღარც :)
პაპუნას მოკითხვა.+-იო,ამას რომ წერენ კარგიაო ამბობენ მგონი... ჰო და + ,,და მგონია რომ იმ ღამესვე უნდა მეკოცნა``,
მეც მქონია მსგავსი სინანულის განცდა ოდესღარც :)
პაპუნას მოკითხვა.+-იო,ამას რომ წერენ კარგიაო ამბობენ მგონი... ჰო და +
1. ისეთი ტექსტია, მხოლოდ გულწრფელობა რომ არაა მისი ღირსება :)
ისეთი ტექსტია, მხოლოდ გულწრფელობა რომ არაა მისი ღირსება :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|