ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2017


მშვიდობით ჩემო სიამაყევ

მშვიდობით ჩემო სიამაყევ, დღეს ასე ითქვა
სათქმელი. არის ფანჯრის რაფა. და მარტოობა.
კედელს მიმხმარი ბეგონია. ჩანს არსაიდან.
შენი თმის ქარი. ფოთლებია. პარანოია.

შემეშვით. ხეებს შეუხსნიათ გულზე საკინძე
და იშორებენ ძველ იარებს. ფოთლებს. კაეშანს.
და ეს მომენტი გადამწყვეტი, ანდაც საკვანძო,
დადგა და ვაღიარებ, დროა. სულ არ მაშინებს.

ისევე წავა შემოდგომა, როგორც მოვიდა
წინ კი მორიგი თოვლიანი ზამთარი მელის.
ძველი ფიქრები გვანან კადრებს პოლაროიდით
გადაღებულს და გასაშრობად თოკზე გაფენილს.

ჩემი სიზმარი ფოთლებია. პარანოია.
კედელს მიმხმარი ბეგონია. თმა ქარისებრი.
ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, ვმღერი თავიდან.
მშვიდობით ჩემო სიამაყევ, შეისხი ფრთები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები