ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
30 მარტი, 2017


ბორის პასტერნაკი - მაგდალელი

1.
ღამესთან ერთად ჩემთან ჩნდება დემონი ერთი,
ძველ ცოდვებსა და წარსულს ასე რომ მაზღვევინებს,
ცეცხლად მედება ფიქრი, რომ არ მახსოვდა ღმერთი,
კაცების გარყვნილ ფანტაზიებს, ვნებას ნაღვინევს,
როგორ ვმონებდი, მერე ქუჩას თავს ვაფარებდი.

ვიდრე დადგება და გაქრება დრო-ჟამი მწველი,
ვით მყიფე ჭურჭელს, საიდანაც მირონს გაპკურებ,
დავამსხვრევ... მაშინ ამოსუნთქვა უკანასკნელი
სამარისებურ მდუმარებად დაისადგურებს,
რომ ალებასტრის ნამსხვრევებად იქცეს ჭურჭელი.
მერე შენს ფეხქვეშ მე ჩემს ცოდვებს გავანდგურებ.

ჩემმა ცრემლებმა ყველა ცოდვა ვით გადაწონა,
რომ შემიყვარე, როგორ მენდე, როგორც ტკბილ დობილს?
იქ ბნელი ლანდი და ვნებები მყავდა ბატონად...
ჩემო მოძღვარო და მეგზურო მარადისობის,
სად ვიქნებოდი ახლა, შენ რომ არ გეპატრონა,
ტაბლასთან სხვა ვინ დამიცდიდა ახალმინდობილს?!

განუზომელი ჩემი სევდა შენი წილია;
გამოვექეცი ბოროტებას. ცოდვების წყება -
გეენის ცეცხლი, ჯოჯოხეთი და სიკვდილია?
- გთხოვ, ამიხსენი, ცოდვის არსი, რა არის ვნება?
გამოვექეცი სინამდვილეს თუ იდილიას
და შეგეზარდე, ვით ლტოლვილი ხეს შეეზრდება.

ზეცას გაარღვევს ოთხფრთიანი ძელის ღაღადი...
გულზე ჯვარივით მივიხუტე ტანჯვით სნეული
წმინდა ტერფები, დავასველე ცრემლის ნაკადით...
უნდა დაგმარხო, მივაბარო მიწას სხეული.
ზეცას გაარღვევს ოთხფრთიანი ძელის ღაღადი...

2.
დღესასწაულის წინ ლაგებას იწყებენ სახლის,
მე ამ ჭედვაში ბრბოს გავარღვევ და ტანჯვით დაღლილს,
მოგძებნი ძვირფასს, უსაყვარლესს, სამყაროს მეფეს,
მირონს ავიღებ წმინდა ჭურჭლით, რიტუალს ნამდვილს
აღვასრულებ და უშურველად შენს ფერხთით დავღვრი,
მერე დაგილტობ ამ მირონში უწმინდეს ტერფებს.

ცრემლები მოწვიმს სიყვარულის მადლის დამნთები,
ვერაფერს ვხედავ, თვალის ჩინი მაქვს დაბურული,
ხელის ფათურით ვეძებ სანდლებს, მაგრამ სანდლები
არ ჩანს, დაშლილი შენი თმების ფარავს კულული.

ყელში მომდგარი ბურთი მწარე ცრემლებად იქცა,
შენი ფეხები ჩემს კალთაში გამოვიხვიე,
მერე ცრემლები მძივებივით რომ აიკინძა,
სისხლიან ტანზე დაგეწვეთა უკვე მიღმიერს.

მიწა ძალუმად შეირყევა, ცოდვა-მადლს დაცდის,
შევებრალები, სისხლის ცრემლის ნაკადს შემამჩნევს,
ხვალ კრეტსაბმელი გაირღვევა მთავარი ტაძრის,
ხარების ჟამს რომ ყოვლადწმინდას ეპყრა დედაშენს.

ატყდება დიდი ქარტეხილი, შიში, ვაება,
მიწა პირს გახსნის, ჩამოარღვევს ტაძრებს და თაღებს,
მხედრებს რიგები დაეშალათ, თავგზა აებნათ,
ჯვარი ფრთებს გაშლის, მოიხილავს ზეცის სანახებს.

მე იქვე მოვკვდი, მაგრამ მაინც ცოცხალი დავრჩი,
მოვიკვნეტ ბაგეს და მიწაზე მოვიცელები,
შენ კი ჯვარცმული და ტანჯული ორსავ ხელს გაშლი,
რომ გულში მაგრად ჩაიხუტო შენი მკვლელები.

წინ სამი დღეა, მძიმე სამი - რა საზარია!!!
რა ნელა გადის, გავიზარდე, თუმც ამ სამ დღეში,
სწორედ ის სამი, როცა ჩვენი ღმერთი მკვდარია,
ჩვენი სამყაროს შექმნის დღიდან უსაზარლესი.


1.
Чуть ночь, мой демон тут как тут,
За прошлое моя расплата.
Придут и сердце мне сосут
Воспоминания разврата,
Когда, раба мужских причуд,
Была я дурой бесноватой
И улицей был мой приют.
Осталось несколько минут,
И тишь наступит гробовая.
Но, раньше чем они пройдут,
Я жизнь свою, дойдя до края,
Как алавастровый сосуд,
Перед тобою разбиваю.
О, где бы я теперь была,
Учитель мой и мой Спаситель,
Когда б ночами у стола
Меня бы вечность не ждала,
Как новый, в сети ремесла
Мной завлеченный посетитель.
Но объясни, что значит грех,
И смерть, и ад, и пламень серный,
Когда я на глазах у всех
С тобой, как с деревом побег,
Срослась в своей тоске безмерной.
С тобой, как с деревом побег,
Когда твои стопы, Исус,
Оперши о свои колени,
Я, может, обнимать учусь
Креста четырехгранный брус
И, чувств лишаясь, к телу рвусь,
Тебя готовя к погребенью
2.
У людей пред праздником уборка.
В стороне от этой толчеи
Обмываю миром из ведерка
Я стопы пречистые твои.
Шарю и не нахожу сандалий.
Ничего не вижу из-за слез.
На глаза мне пеленой упали
Пряди распустившихся волос.
Ноги я твои в подол уперла,
Их слезами облила, Исус,
Ниткой бус их обмотала с горла,
В волосы зарыла, как в бурнус.
Завтра упадет завеса в храме,
Мы в кружок собьемся в стороне,
И земля качнется под ногами,
Может быть, из жалости ко мне.
Перестроятся ряды конвоя,
И начнется всадников разъезд.
Словно в бурю смерч, над головою
Будет к небу рваться этот крест.
Брошусь на землю у ног распятья,
Обомру и закушу уста.
Слишком многим руки для объятья
Ты раскинешь по концам креста.
Но пройдут такие трое суток
И столкнут в такую пустоту,
Что за этот страшный промежуток
Я до воскресенья дорасту.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები