ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2017


***

მთვარე ქანაობს ცას დაკიდული
ყრუ სავანეში ვუსმენ ბეთჰოვენს
და მოცარტივით ფიქრში გართული
ვგრძნობ სიცოცხლესაც გამოვეთხოვე

როცა თოვლია,  სითეთრე გარეთ
ფიფქების დგება კორიანტელი
და დაზაფრული კარს როცა ვაღებ
თმა მითეთრდება    რძისფერ ფანტელით

ახლა ღამეა და უკუნეთი
სამრეკლოებიც რეკავენ ზარებს
გამახსენდება ბავშვობა ,წყნეთი
სადაც ტაძრები სიჩუმეს არღვევს

ახლა ცამეტი თებერვალია
მანძილი არის,შორი ტაძრამდე
კუს ნაბიჯებით წლებიც გარბიან
და ველოდები ალბათ არაფერს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები