ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
2 აპრილი, 2017


მარინა ცვეტაევა - ქალიშვილს

                ქალიშვილს

დრო მოვა, შენი სავალი გზები
მარადისობას შეუერთდება ვრცელს...
გთხოვ, დაივიწყე სახლი, დედა და
მისი ლექსები...
სიბრძნით ემსგავსე გველს.

იცხორე ლაღად, წარსულს ზურგი
აქციე, მორჩა!
დატკბი ცხოვრებით, სვი ღვინო და
გულით იმღერე...
თან გდევდეს თავზეხელაღებულ
ლურჯთვალა ბოშას
შიში, რომ მალე, უკითხავად
მოვა სიბერე.

დაიმახსოვრე, რომ ამქვეყნად
არა გყავს სწორი,
ჩამოეკიდე კისერზე ყველას, მაგრამ
თავი  არვის არგუნო,
გახსოვდეს მარად, რომ სიბერე
არ არის შორი
და შეიძლება, მალე კარზე
მოგიკაკუნოს.

აღგზნებულია პარიზი და
მისი ქუჩები
კვლავ ესპანური გიტარების
ჰანგებზე ჟღერენ,
ანთებულ თვალებს, ალბათ,
ვეღარ გადავურჩები,
ამ ყველაფერზე მე ხომ უკვე
მრავალჯერ ვწერე.

ხვალ უკვე გვიან იქნება და
დღეს დაიჯერე,
დე, შენმა მზერამ სივრცეები
თამამად შევლოს...
ფხიზლად იყავი, უკითხავად
მოვა სიბერე,
იალქნებს შლიან, წინ დიდი გზაა,
მშვიდობით გევლოს.

                            АЛЕ
А когда - когда-нибудь - как в воду
И тебя потянет - в вечный путь,
Оправдай змеиную породу:
Дом - меня - мои стихи - забудь.

Знай одно: что завтра будешь старой.
Пей вино, правь тройкой, пой у Яра,
Синеокою цыганкой будь.
Знай одно: никто тебе не пара -
И бросайся каждому на грудь.

Ах, горят парижские бульвары!
(Понимаешь - миллионы глаз!)
Ах, гремят мадридские гитары!
(Я о них писала - столько раз!)

Знай одно: (твой взгляд широк от жара,
Паруса надулись - добрый путь!)
Знай одно: что завтра будешь старой,
Остальное, деточка, - забудь.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები