ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2017


ჩუმი სევდა

ჩუმი სევდა მაისაც  კი ჩვევადა აქვს,
და მე ვიცი, ის არასდროს მიმატოვებს...
მაგრამ დროის კალენდარი სათავისოდ,
სანამ ვცოცხლობთ და ვარსებობთ გვიბატონებს...
დღეს აპრილი მერამდენედ დაიბადა
დაუთვლელი, სასიცოცხლო ნაყოფებით?
შენი გული ჩემს სხეულს რომ გაიზარდა
არ გინახავს... ვერც ნახავდი... არ მოხვედი...
ღამე ისევ ჩვეულ განრიგს არ ღალატობს,
თუმცა დღემდე უფრო ადრე ღამდებოდა...
ვიცი მოხვალ , გული ტყუილს არ მკარნახობს,
მაგრამ მრჩება საკითხავი ;-
ღირს კი მოსვლა?




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები