ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 აპრილი, 2017


მოკლე ჩართვა

ასანთის კოლოფებში გამოკეტილი ადამიანები ციმციმა ეკრანს მისჩერებიან.
ასანთის კოლოფებში გამოკეტილი ადამიანები ციმციმა ეკრანს მისჩერებიან ...
ასანთის კოლოფში გამოკეტილი, ციმციმა ეკრანს მიშტერებული ადამიანები ვერაფერ ახალს ვერ ამბობენ.
ასანთის კოლოფებში გამოკეტილი, ციმციმა ეკრანს საათობით მიშტერებულნი მხოლოდ იმავეს იმეორებენ, რასაც ციმციმა ეკრანი ამბობს.
ხანდახან ესეც უჭირთ.
გაიმეორო ნიშნავს, გესმოდეს ის ან ფლობდე მას.
ასანთის კოლოფებში გამოკეტილი, ციმციმა ეკრანს მიშტერებული ადამიანები ხანდახან თითების წოვას იწყებენ,
როგორც ხედავთ.
ასანთის კოლოფებში გამოკეტილ, ციმციმა ეკრანს მიშტერებულ ადამიანებს ზოგჯერ, ფანჯარაში მოწევისას, შემთხვევით ჰაერიც ჩაესუნთქებათ ხოლმე - გემრიელი, თბილი: ზაფხულის ან გაზაფხულის. რაღაცას ახსენებთ.. მოგონებები. ტკბილი. თბილი. წამიერი ტკივილი. ძლივს უძლებენ.
იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ გასვლაც უნდებათ. დაბრუნებისას ყველაფერი გრძელდება მიუხედავად იმისა, სად იყვნენ.
წრე.
დაჭერობანა და გასწრობანა წრეზე.
ამოსუნთქვა.
ჩაწოლა.
ჩართვა.
წერტილი.
წკაპ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები