ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2017


დაქუცმაცებული წვიმიანი ფიქრებიდან


....
ხანდახან
მზის სხივივით გვჭირდება
სიტყვა-მჭირდები.
....
ფანჯრის მინებზე მიბჯენილი
თვალები ამბობს:
გელოდები.
და ცა იხსნება
როდესაც გხედავს.
...
არავინ იცის,
თუ როგორ გენატრება
დილით, მაგიდაზე
სურნელოვანი
ორი ფინჯანი ყავა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები