კატამ ჩემი სახელი იცით, როგორ ისწავლა? უცებ დაიმახსოვრა, განა ბევრი იწვალა? სადმე თუ კი დამლანდა, დაიკნავლებს: - მიაო, დაძახებად ვღებულობ, დედამ: - არა, შიაო. ასე მე ხომ მეძახი? - შევეკითხე ფისუნას, კუდი მიგრიხ-მოგრიხა, ფეხზე მომეგლასუნა. - მიავ, კი, შენ გეძახი, სახელი არ მეშლება და ამისთვის ძვირფასო, ცოტა რძე არ მერგება? ლამბაქი სულ ავუვსე, ცოტა რაღას მიქვია, ხომ ჭკვიანი ფისო მყავს? ტყუილად არ მიქია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ყოველთვის მომწონს შენი ნაწერები მანანა. ყოველთვის მომწონს შენი ნაწერები მანანა.
2. 5. რა ლამაზი და მართლა მია - ო ლექსია! 5. რა ლამაზი და მართლა მია - ო ლექსია!
1. სულ უკომენტაროდ? :( სულ უკომენტაროდ? :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|