ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2017


გზის გასაყარი

გზის გასაყართან
ჩემი სულია...
ნისლივით თეთრი და უბრალო...
ხანდახან მაფორიაქებს
და შველას ითხოვს
უპრეტენზიოდ.
ხან ჩუმად ტირის
და დაობლებულ ფიქრებს
ხსოვნის სკივრში ალაგებს.
ოცნებებს კი მტვრიან თაროზე დებს.
მტვერი რკინად იქცა
და სხეულში დაიდო ბინა.
გზის გასაყართან
წარსული იწვის.
მომავალს კი აღარ აქვს ფერი.
გაქვავებული დღეები
წარწერას ითხოვს.
სული კი თეთრი და უსახური
ჩემს სხეულთან ერთად
მიათრევს აწმყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს