ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2017


*******

როცა სიჩუმე საფეთქელს გიმტვრევს,
მთვარეა შუქით სავსე კარდალი
და ქარი ჯერაც შეუთხვზელ რითმებს,
ფოთლებში ურევს ხელის კანკალით.

კედლის გარსიდან გაღწევას ლამობ...
გადაფხეკილი ფრესკის თვალებით,
რომ დამტვრეული თითებით თალო,
სიტყვები გულში გამოსატევი.

ქარმა შთაგბეროს სული უცრემლო,
მუზის ნაპერწკლით ანთებულ კანდელს.
დრომ დაწყევლილი, კალმით  მოგცელოს
დაუწერელი ლექსებით გკლავდეს,

რომ მიგატოვონ ვინც გვერდით გყავდა
(სხვასთან წავიდნენ ბუკით ნაღარით)
ავადმყოფობა ეგონოთ  რადგან
"ლექსები ტანზე გამონაყარი..."

ლელა ლაჩაშვილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები