ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: საბავშვო
8 მაისი, 2017


ლურსმანი

- ლურსმანი!!!!
სად არის ჩემი ლურსმანი?! არ მაქვს უფლება, რომ ამ სახლში ერთი ლურსმნის პატრონი ვიყო?!! - ლურსმნის ხსენებაზე დაფაცურდნენ, ოთახებში დაუწყეს ძებნა, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ისევ სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ, გადაწყვიტეს, ორგანიზებულად ემოქმედათ: ერთი ერთ ოთახში შევარდა, მეორე - სხვაგან.
- ჩვენ არ აგვიღია!  მართლა...
- თქვენ გარდა ვინ იღებს ხოლმე იმ ლურსმანს. იმ დღეს ქარიშხალი ატყდა და ფანჯარას ვერ მოვშორდი, წვიმა სახლში მივარდებოდა.
- როგორ, ბე?
- როგორ და...
არ ვიცი, საიდანაც გინდათ, მოიტანეთ ლურსმანი... ამინდი ფუჭდება... მე ხომ არ ვეპატრონები ბრჭყვიალა ნივთებს, არც ლეგოებს, არა! მე ვითხოვ, უბრალო ლურსმანს, რომელიც აქ უნდა იდოს. ასჯერ ვიყიდე და დავდე, ხომ არ დავაბამ, როგორ დავაბა?!
- ბე, დაწნარდი... ვიპოვით... იცი რა, ბე ... გვითხარი, კაი, დღეიდან რა არ შეიძლება აღება ამ სახლში და გვეცოდინება.
- რააა????!!!!! არ შეიძლება ჩემი სახელფასო ბარათის გაქრობა ჩანთიდან, - გოგომ თავი ჩაღუნა. - არ შეიძლება კომპიუტერის კლავიშების ამოგლეჯა;
- ბე, ეგ ხო... პატარები ვიყავით. - რა მნიშვნელობა აქვს? ორი კომპიუტერი ხო გდია მასეთი... ვაგრძელებ: არ შეიძლება ჭურჭლის ქაფის დაცლა სამზარეულოს იატაკზე, არ შეიძლება კიბის მიდგმა კარადასთან, პრინტერის გადმოღება და დამტვრევა; მარტო ჩვენს სახლში ინახება პრინტერი კარადაზე, ფქვილის მოზელა იატაკზე და მერე კვალის დაფარვა იმით, რომ ეს მოზელილი მასა მაგიდის ტილოთი მოწმინდოთ. არ შეიძლება ჩემს ლოგინში ნუტელიანი პურის ჭამა; საწოლზე - კი ბატონო; კედლებზე ხატვა... თუმცა რაღა აზრი აქვს აკრძალვას, უკვე ... ნუ კაი, ხატეთ, ბატონო...
- ხო, ეგ ვიცით...
- და კიდევ ფეხშიშველი სირბილი და მერე ჩემს ლოგინში ასვლა... აი, რა არ შეიძლება!
- გასსსსსაგებია. ესე იგი, შეიძლება შენ ლოგინში ძილი, ჭადრაკის თამაში და პილმენების ჭამა.
ბე... იცი რა? ეხაააააა ამინდი რო გაფუჭდება, ჩვენ დავდგებით ფანჯარასთან.
- დამანებეთ თავი...
- ბე, დაწყნარდი, გთხოვ. ლურსმანი, ხოოო, არ არის ისეთი რაღაც, რასაც ადამიანი ასეთ ცუდ ხასიათზე დააყენებს...
აი, ბე, ეს გაუყარე, - მოაქვს სახრახნისი.
- არ ეტევა ეს იმ ნახვერტში, მე ზუსტად ამისი ზომა ლურსმნები მქონდა ნაყიდი და ეს ბოლოც გააქრეთ.
- ბე, ლურსმანი არის რკინა, პატარა, ჩვენ კიდე - ბავშვები, თან ორი ბავშვი, თან დედა აქ არ... და ხმა გაებზარა... შენ ხო გიყვარს ბავშვები რკინაზე უფრო?
- თავს ნუ ისაწყლებ, ხვალ დილას დედაშენი აქ იქნება. - უკან არ დავიხიე, მაგრამ ხმაში ლითონი გამიქრა, რაც ჩემზე ადრე თვითონ შეამჩნია; ყელში ბურთი გამეჩხირა, გვერდზე გავიხედე.
ვიდრე სახრახნისს მოვიტანდი, ორივენი ფანჯარასთან დადგნენ და ჩარჩოს დაჭერას ცდილობდნენ, წაგრძელებული რკინა გავუყარე ჩარჩოს ნახვრეტში, რომელსაც აგერ უკვე სამი წელია ლურსმნით ვკეტავ, რადგან საკეტი გაუფუჭდა.
- აი, რა კარგად მოერგო, თამარ, მოერგო, ნახე, ბებიკოს ფანჯარას... - ეძახის თავის დას, არანაკლებ მავნებელს.  ისევ მომიარა სიბრაზის ცეცხლმა, მაგრამ უკვე განიარაღებული ვიყავი...
ქარი ჩარაზულ ფანჯარასაც ეხეთქებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები