ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
11 მაისი, 2017


მარინა ცვეტაევა - ამიერიდან ვერ გავიყოფთ მე და შენ ვნებას

                                ***
ამიერიდან ვერ გავიყოფთ მე და შენ ვნებას,
გასაოცარო მეგობარო, რჩეულო ჩემო,
გადავეყარე მშვენიერს და ნათელთვალებას,
უძღებ უფლისწულს, სულ სხვა გრძნობას გავუგე გემო.

შენ პალატების და სასახლის ხარ მებატონე,
ის - ტრამალების, ველ-მინდვრების უნაპიროსი,
შენ - ჯარების და ურიცხვ სპათა ბატონ-პატრონი,
ის - ზღვებისა და ქვიშიანი სანაპიროსი.

ახლა წყლებს ვსერავ მასთან ერთად!!! ხვალ მომლოდინე
არის უღრანი ტყე და ტევრი... მგლები მშიერი;
ქვა და ღორღია სარეცელი, მიწა - ლოგინი,
დავეხეტები და უსაზღვროდ ვარ ბედნიერი.

იგი აღდგომის საოცარი ნათლის დარია
და უყვარს, როცა ყველაფერი ანთია რწმენით,
არ ენანება ჩვენთვის ღამეს ნათელმთვარიანს
ვერცხლიფერ სხივთა ელვარება, უთქმელი ენით.

ერთ დროს მხედრულად წინ უძღოდა სამეფო ჯარებს
და სასახლეში ქედს უხრიდნენ მეფის ხასები...
დამინახა და რაწამს თვალი მოჰკრა ჩემს თვალებს,
მყის მიატოვა პალატები და დარბაზები.

***
Нет, с тобой, дружочек чудный,
Не делиться мне досугом.
Я сдружилась с новым другом,
С новым другом, с сыном блудным.
У тебя дворцы - палаты,
У него леса - пустыни,
У тебя войска - солдаты,
У него - пески морские.
Нынче в море с ним гуляем,
Завтра по лесу с волками.
Что ни ночь - постель иная:
Нынче - щебень, завтра – камень
И уж любит он, сударик,
Чтобы светло, как на Пасху:
Нынче месяц нам фонарик,
Завтра звезды нам лампадки.
Был он всадником завидным,
Милым гостем. Царским Сыном,
Да глаза мои увидел -
И войска свои покинул.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები