 | ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2017 |
ვერა, ვერაფრით დავივიწყე უმთავრესის არსებობა ამ სამყაროში; ვერ დავუხუჭე ოდნავ მბჟუტავ იმედს თვალები, ვერ დავიტირე, ვერ დავმარხე სამარადჟამოდ... ბევრჯერ ვუთხარი თავს (და მაინც ვერ დავაჯერე): გგონია, დიდი სიყვარული მართლა არსებობს? ჰო, მილიონში ალბათ ერთი გამოერევა; შენ კი, ზღაპრული რომ გგონია, იმათგან ბევრი მოჩვენებაა, ფასადია, ფარსია სულაც... ნუთუ ვერ ხედავ, რომ ამდენი ტკივილი ქვეყნად, ამდენი ტანჯვა მხოლოდ ერთის დასტურია - ის არ არსებობს, ან ოდესღაც იყო და… გაქრა. ვერ დავარწმუნე მეორე მე, (რომ აღარ ჰყოფნის დედამიწა და ედება მთელ გალაქტიკას): ერთადერთი, მარადიული - თუმცა ლამაზი სიტყვებია, სინამდვილეში აქ და ახლა - არსებობს მხოლოდ... მიწაზე მყარად დგომაშია ბედნიერება.
...და აი ერთხელ, მან შემოაღო კარი და ვითომც არაფერი, თითქოს დიდი ხნის წინ დამპირდა, რომ მოვიდოდა, უბრალოდ მითხრა: „კიდევ კარგი, რომ სახლში დამხვდი, შემაგვიანდა.“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იცი რა? ძალიან ნაცნობი განწყობებია... ალბათ, ამიტომი არ თოვდებიან პოეტესები, რომ სულ რაღაც დიდს ელიან... არ ვიცი, რა გითხრა... ლექსი მომეწონა, დედაარსი კი შემდეგი დილემის წინაშე გვაყენებს: ან თვალი უნდა დახუჭო, ანდა ლოდინი განაგრძოოო... ნეტავ, ყველა ასაკში მოდის სიყვარული? მე უფრო ის მაინტერესებს: ძლებს კი? მიწაზე რომ მყარად დგანან, ისინი ამბობენ, რომ დიდი სიყვარული მალე კვდება, ანდა ძალიან დიდ ტკივილს გიტოვებს... ალბათ, ადამიანზეა, აირჩიოს საშინელტკივილნარევი ნეტარება, თუ ზომიერი გრძნობებით დაკმაყოფილდეს... აი, ეს არის კითხვა... იცი რა? ძალიან ნაცნობი განწყობებია... ალბათ, ამიტომი არ თოვდებიან პოეტესები, რომ სულ რაღაც დიდს ელიან... არ ვიცი, რა გითხრა... ლექსი მომეწონა, დედაარსი კი შემდეგი დილემის წინაშე გვაყენებს: ან თვალი უნდა დახუჭო, ანდა ლოდინი განაგრძოოო... ნეტავ, ყველა ასაკში მოდის სიყვარული? მე უფრო ის მაინტერესებს: ძლებს კი? მიწაზე რომ მყარად დგანან, ისინი ამბობენ, რომ დიდი სიყვარული მალე კვდება, ანდა ძალიან დიდ ტკივილს გიტოვებს... ალბათ, ადამიანზეა, აირჩიოს საშინელტკივილნარევი ნეტარება, თუ ზომიერი გრძნობებით დაკმაყოფილდეს... აი, ეს არის კითხვა...
2. მადლობა ქეთიკა. :) მადლობა ქეთიკა. :)
1. კარგი იყო მომეწონა. :) მიდის მკითხველამდე მთავარი სათქმელი, მე ასე მგონია.
5 კარგი იყო მომეწონა. :) მიდის მკითხველამდე მთავარი სათქმელი, მე ასე მგონია.
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|