ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2017


სახვეწარი სიყვარული

  სახვეწარი სიყვარული
ვეწვიე მუზას, ვეხვეწე დიდხანს,
გადაეყვლიფათ აზრებს მუხლები,
ვერ მივაღწიე სასურველ მიზანს,
გამთენიამდე მთვარეს ვუცქერდი.
როგორც კი სხივმა დააფეხმძიმა
ღამე და შობა აისის კვირტი,
ტვინზე ბურუსი გადამეწმინდა
და ტანჯვის მიზეზს მაშინვე მივხვდი.
თურმე ყოფილა საქმე თემაში,
,,სტაფილოს თოკის’’ შერჩევის ხერხით,
ნიუანსებით ღამის თევაში,
კიდევ რაღაცით, რომელიც ვერ ვთქვი.
მე კი სურვილი მქონდა სხვაგვარი,
მზედ გამეფინა  ,,ოხერი ლექსი,’’
დევს წაეკითხა ჩემი ზღაპარი,
ქედი დაემხო სტროფების ფეხთით.
გადამეთელა სამყაროს კიდე,
შეშლილი სული შებმოდა ამურს
და მხოლოდ ერთხელ, მეკითხა კიდევ ...
და მხოლოდ ერთხელ, ეყეფა დასტურს!
... ,,რისთვის გავჩნდი ამქვეყნად, მოლოდინი რისია,
სამოთხეში დამსვამენ თუ ჯოჯოხეთს მისვრიან?'''







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები