ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2017


***

ცაზე მთვარე ანათებდა
მთაზე წითლად ამოსული
ქალი როგორც შავი ზღვიდან.
ცაზე იწვა მარტოსული

არემარე მიწყივ ჩანდა
ოკეანე ვით ხალვათი
ვარსკვლავები ცას ელაგა
ისე როგორც ავანგარდი

როგორც ზღვაზე გონდოლები
ანათებდა ვარსკვლავები
ახმაურდნენ ვით დოლები
მოეხარათ მხარ-მკლავები

და სიჩუმე მიწვა ბნელზე
ისმის როკვა და ყაიდა
აყმუვილდნენ მგლები სერზე,
აშო ჩელა, ვარაიდა

ჯანღი მთებზე გაწოლილა
და ნაძვნარებს ქარი არხევს.
ამომოვალს პონტოს ზღვიდან
ისე როგორც ამორძალებს

ახოს პირას ჩიტი გალობს
მინდორს რთავენ ენძელები
სადაც ჩემი ეზო არის
სავსე  არის  ერკემლებით

მნათობს ჰგავდა არემარე
ასველებდა წვიმის თქეში
მარტოსული იწვა  მთვარე
და ხარივით ჰგავდა შეშლილს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები