ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2017


დიდგორი

  დიდგორი
უღრანი ტყიდან მთვარე  ამოცურდა, 
სხივთა ბადეში მოაქცია
გვალვადაკრული ,,დიდგორის ველი.’’
იარაღის ჟღარუნით. წამოიმართა
ორასი ლანდი; 
ცხენთა ჭიხვინი მოისმა
იდუმალ ღამეში.
გულდანდობილად დაიძრა
მტრის ბანაკისკენ
მცირედი რაზმი ...
და მუეძინმა ხელაპყრობით
შეჰკივლა ალლაჰს! ...
სისხლის წყურვილმა
შეაჟრჟოლა დედა-ბუნება.
ორასმა ტორმა 
პაპისეულ გრდემლზე ნაწრთობი.
ჩაბღუჯა ვადა.’’
,,ბუკის ძახილზე,’’
ქარქაშიდან ამოზიდულმა
ორასმა ხმალმა ,
,,ნათლის’’  დიდებით გააცისკროვნა
მგლისფერი ღამე.
სიკვდილ-სიცოცხლის თვალსაწიერს
მშვიდად უმზერდა,
ჯაჭვის პერანგში გახვეული
ჟღალი დევ-კაცი!  ...
,,დავითფერული'' ფხანაკვერი,
გაფიცხდა გერში! ...
,,ეჰ! მეომარნო, ქრისტესანნო!’’...
უსაშველო აზიურ წყვდიადს,
შემოაცვდა პირქუში ღამე!
ცხენთა ჭიხვინი მინავლდა და შეწყდა
ყიჟინა! ...
ცხრაასი წელი გაილია,
კვლავაც თენდება  ,,დიდგორზე’’
დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები