ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2017


ოპტიმისტი

ჩაივლის ყველაფერი ცუდი,
-მხოლოდ იმედიღა დამრჩა,
დილით საუზმე მაქვს თუკი,
ღამით მოვიჭიმავ ქამარს.

წვიმს და გადაიღებს მგონი,
ავდარს სულ მოყვება დარი...
ფერებს ცისარტყელის ვითვლი,
რიცხვებმა მომანატრეს თავი.

ვძლივსღა დაორსულდა დღე და
ღამეს წუთებს ვუთვლი მაინც,
ცუდი ყველაფერი წავა
ტკივილს ჩავაბარებ მაისს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს