ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 მაისი, 2017


გილოცავთ ერო 11 000-ს ჩაჭრილ მოსწავლეს!

"ამისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!"
როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, სკოლის საატესტატო გამოცდებზე წელს 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა. ამას დიდი აურზაური მოჰყვა. ზოგი საჯარო სკოლებს ადანაშაულებს, ზოგი განათლების სისტემას, ზოგი პედაგოგებს ან/ და მშობლებს დ ზოგიც ყველას ერთად!
უფრო გლობალურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ფესვში ჭიას აღმოვაჩენთ;
რას ნიშნავს ის, რაც მოხდა:
11 000 ბავშვი, რომელიც ჩაიჭრა საატესტატოზე, ფაქტია რომ ეს ის კონტიგენტია ვისაც სწავლა არ უნდა ან ვერ სწავლობს, ან სწავლის სურვილი საკმაოდ ძლიერი არაა მასში.
მაშინ აქ ისმება კითხვა: ეს 11 000 მოსწავლე რატომ სწავლობდა ბოლო 3 კლასი საშუალო სკოლაში? რისთვის სწავლობდა? რა უნდოდა? რატომ ჭამდა ჩვენს ფულს? სახელმწიფო 11 000 * 400 ლარი ვაუჩერის * 3 წელი = 13 მილიონ 200 ათას ლარს ყრის არაფერში. ამ ფასად რამდენი პროფ. სასწავლებლის გახსნა შეიძლებოდა?! და რამდენი ნამდვილად თავისი საქმის კარგი სპეციალისტი შეიძლებოდა მიეღო ქვეყანას?! რამდენით გაიზრდებოდა ქვეყნის მშპ?_ ამ კითხვებზე თუ დავითვლით პასუხებს, მივხვდებით რა სწორნაწლავისკენაც ვართ, მხოლოდ იმიტომ რომ ყველა მშობელს უნდა მის შვილს ჰქონდეს სკოლის ატესტატი და უმაღლესის დიპლომი! არადა ყველა ამისთვის დაბადებული არაა!!! სინამდვილეში რაც ამ კვირაში მოხდა ეს კარგია: 1. გამოგვაფხიზლებს ყველას, განათლების სისსტემას, სახელმწიფოს, მოსწავლეს, მშობელს, სკოლას, მასწავლებელს; 2. 11 000 -დან 10%-საც რომ მიეღო თუნდაც 50% დაფინანსება უმაღლესში, ეს კიდევ ზედმეტად გადაყრილი ჩვენი ფულია და გადავრჩით ხალხნო!!! ასე რომ მოსალოცად გვაქვს საქმე ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი სატირლად, რადგან იმას რაც დავკარგეთ ( 12 მილიონზე მეტი თანხა, რომლითაც რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეგვეძლო რომ გადაგვერჩინა) ვეღარ დავიბრუნებთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს