ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2009


დღევანდელობას

აგერ ლოთობისგან ერთი კაციც მიწვა,
მეც დამიმძიმდა თვალის მარჯვენა კიდე,
და კიდევ მინდა ერთი ჭიქა ვთქვა
მაგრამ ვინ გაცლის.

"სულ ერთი ჭიქა მინდა დავლიო
ძმებო, ლოთებო,
ერთი მაცალეთ".
მაგრამ ვინ გაცალა.

"ხმა ჩაიწყვიტეთ" ვყვირივარ სუფრის
თავში თამადა.
არავინ მისმენს.

და კვლავ გაისმა
ჩემი ნაგანის ორი ძახილი,
...კვლავ არვინ მისმენს.

ერთი ჭიქა რომ კიდევ დავლიო
არავინ მაცლით?



      ###


ქვევრთან ძმაკაცებს
გვერდზე უდევთ ღვინის თასები,
პეშვებით სვამენ ხარებივით
წითელ ნუნუას.
წვერებში ჩასდით
გულზე ესხმებათ,
ძარღვებში უდუღთ
სისხლი,მაჭარი.
ბაბუას ქვევრთან ხარხარებდნენ
ძმები ლომები!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები