ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2017


* * *

ბრძოლა წავაგე საკუთარ თავთან,
ქარს გავატანე ყველა სტრიქონი,
მოჩვენებითი სიმშვიდის გარდა
სხვა ვერაფერი გამოვიგონე.

დიდი მცდელობის მიუხედავად
ცხოვრება გახდა უკვე სულერთი
და შიში ჩემში, გაუხედნავი
თავის ნებაზე მაინც გაერთო.

ჩრდილად მაქცია და კედელ-კედელ
დავდივარ, ჩემს თავს ვეღარ ვაგროვებ,
ვიდრე ვიპოვნი და ვიდრე გეძებ,
უფალო ჩემო, უნდა მადროვო.


28.05.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები