ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2017


***

მდუმარე ტინი,ვერის ქანჩახი
და ჩაცვენილი ფილაქანები
ფიცილი ურვად ჩვეული სახით
კვლავ არსაითკენ მივექანებით

შუბლზე ორკეცად მდინარე ხვითქი
არარსებულზე ცემა ჩუგლუგის
კადნიერება განცდილი თითქმის
სამარადისო ლიზღი, ჩურჩულით

დუმს გლიცინია, ვერის ცისვაზი
უმისამართოდ მოყრილი ღორღი
ნისლი ხეობებს ბეჭებზე აზის
და დაღლილია ფოთლები ფორთხვით

ყველას თავისი ჩაჩქანი ხურავს
ყველას თავისი აცვია ჯვალო
გადაპენტილი თეთრად სახურავს
აქაც არცერთი ლოტოსი ხარობს

და აქ არავინ უკრავს გრამაფონს
გამომშრალ ყელსაც ვაწვდი მათარას
თეთრი ფიფქები განა ახლა თოვს?
მის ნაცვლად ნისლი სხეულს დაფარავს

მის ნაცვლად სისხლი ძარღვებში ყინავს.
ტოტდაგრეხილი მოჩანს ურთხელი
მოდის ფორანი ,ზანზარებს მინა
ეზიდებიან კაკლებს ურმებით

ვერის აღმართი, პროსპექტი ვერის
და ჩაცვენილი ფილაქანები
ფიცილი ურვად ჩვეული სახით
კვლავ არსაითკენ მივექანებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები