***
იმ დღით იქაურობა უჩუმრად დავტოვე. შევამჩნიე თუ, როგორ ესაუბრებოდა, მარიამი გოგას დედას საავადმყოფოს დერეფანში, თუმცა მათთან აღარ მივსულვარ. იმაზე მეტს ხომ მაინც ვერაფერს გავიგებდი, რაც ისედაც ვიცოდი. გადავწყვიტე ცოტათი ფეხით გამესეირნა მოსაღომოებულ თბილისში და უბრალოდ მეფიქრა. საერთო ჯამში ვერც ფიქრი მიმიყვანდა ისეთ საღ აზრთან, რითაც ამ ადამიანებს დავეხმარებოდი, მაგრამ ფიქრით სიმშვიდეს მაინც მოვიპოვებდი სხვა თუ არაფერი. გზად ყავის საყიდლად შევჩერდი და თან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების თვალიერებით გართულმა ვერც კი შევნიშნე თუ, როგორ მომიახლოვდა ზურგიდან უცხო გოგონა. წამით გავხედე, თუმცა მალევე გამყიდველს ყავა გამოვართვი და გზა განვაგრძე. რამოდენიმე ნაბიჯის შემდგომ შევამჩნიე, რომ გოგონას არც არაფერი უყიდია ჯიხურთან. თითქოს არც აპირებდა რაიმეს შეძენას. უემოციოდ თვალი გადაავლო ნაცნობ ჟურნალ-გაზეთებს და ისიც ფეხდაფეხ გამომყვა. წამში შესაძლოა შენი ცხოვრება ისე თავდაყირა დადგეს, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება ელოდი ის კი მოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვატყობ სიყვარული მასავით თავქარიანი ყოფილა. მესმოდა მისი ნაბიჯების ხმის სიახლოვე. მესმოდა რამოდენიმე კვარტლის გავლის შემდეგაც, ხოლო უკან გამოხედვისას მხოლოდ მე და ის აღმოვჩნდით კორპუსებს შორის, მაგრამ ყურადღება მაინც არ გამიმახვილებია ამ ყველაფერზე. ან რატომ უნდა მეფიქრა გოგონაზე, რომელსაც უბრალოდ ის გზა აწყობდა, რომელიც მე. ნამდვილად თავქარიანი უნდა იყო ადამიანი, რომ უცნობ მამაკაცს უაზროდ აედევნო. მითუმეტეს გოგოსგან განსაკუთრებით გასაკვირი იქნებოდა მსგავსი რამ, თუმცაღა შევცდი. დიდ ხნიანი პაუზის შემდგომ ნაბიჯების ხმა ბევრად უფრო ახლოს ვიგრძენი ხოლო მოახლოებისას მივხვდი, რომ მე არა მხოლოდ გოგოს უაზრო საქციელში შევცდი არამედ იმაშიც, რომ ის საერთოდაც არ იყო უცხო. ეს ის გოგონა გახლდათ ქოლგით ხელში, დღეს დილით, რომ თავის გამოჩენა სცადა ჩემთან. კარგი ნაცნობივით გვერდში ამომიდგა და ხელის მხარზე მორტყმით მიიპყრო ჩემი ყურადღება. ღიმილი კი უდაოდ საოცარი ჰქონდა ამ თავქარიან არსებას. ღმერთო ნეტავ ის მაინც მაცოდინა რა ჯანდაბად გადამეკიდა. აჯობებდა მის კითხვებზე პასუხი ჩემი დუმილი ყოფილიყო. იქნებ ამას მაინც გამოეღო შედეგი. შეცდომა ალბათ მაშინ დავუშვი, როდესაც დილით ასე მარტივად მოვუყევი ყველაფერი ჩემზე. მე რაღა დამემართა?! არასდროს მყვარებია პირად პრობლემებზე ვინმესთან საუბარი, განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან. რატომ მაინც და მაინც ის და მაინც და მაინც ამ ქუჩაზე, ასეთ მშვენიერ საღამოს?! ღმერთო! სიკვდილთან ახლოს ყოფნისას თუ გსურს, რომ ბედისწერის არსებობისაც ვირწმუნო? მაშინ სასაცილოა ამაზე ფიქრი. საკუთარ ბედს თუ თავად ვქმნით მაშინ თავადვე შეგვიძლია მასზედ უარის თქმაც. ერთდროულად იმდენი კითხვა დაგროვდა ჩემს გონებაში, რომ ერთბაშად თავ-მოყრა გამიჭირდა. ვერ ვხვდები უნდა გამოველაპარაკო თუ არა. იქნებ ხელახლა ვცადო მისი გაცნობა?! საკუთარ თავს უნდა გამოვუტყდე, რომ მშვენიერ ღიმილთან ერთად თვითონაც მშვენიერია. სქელი წითური თმითა და ულამაზესი თვალებით, რომლებიც წარმოუდგენლად დიდ სითბოს ასხივებდა გარშემო. მხოლოდ ეხლაღა შევამჩნიე მის სახეზე ლამაზად მიმობნეული ჭორფლები რასაც უფრო "ვისნუშკებს" ვუწოდებდი. ნამდვილად ასეა. ერთი სიტყვით...შეუპოვრად გვერდზედ მომყვება ძალიან მხიარული და თავქარიანი გოგონა, უსაყვარლესი "ვისნუშკებით" სახეზე. ვხუჭავ თვალებს, ვითვლი ათამდე, და თუ თვალების გახელვის შემდეგ ისევ აქ არის ესე იგი ეს რეალობაა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რადგან ისედაც ვიცი, რომ ის აქ არის. გზად უსაზღვრო ემოციებით მიმტკიცებდა, რომ ასეთი დეტალები ცხოვრებაში არ ხდება უბრალოდ და რომ "ეს" ყველაფერი უსათუაოდ ნიშნავს რაღაცას. ერთ ხანს ჩემთვის მეღიმებოდა მის მოსაზრებებზე და უკომენტაროდ განვაგრძობდი მის მოსმენას, თუმცა როდესაც სახლთან მისულს ბოლო აღარ უჩანდა მის საუბარს გადავწყვიტე სასწრაფოდ რაიმე მომეფიქრებინა. არც ამჯერად გამომივიდა არაფერი. სიტყვის ამოღების საშუალებასაც კი არ მაძლევდა იმდენს საუბრობდა, თან წამის ყოველ მეათედში მხარზედ მომარტყამდა ხოლმე ხელს მეტი დამაჯერებლობისთვის. შესაძლოა ამით ჩემს გამოცოცხლებასაც ცდილობდა. ბოლოს სხვა გამოსავალი, რომ აღარ დამიტოვა მხრებზე ხელი მოვკიდე და შესაშინებლად ოდნავ შევანჯღრიე. ღმერთო! როგორც იქნა გაჩუმდა. მეც დრო ვიხელთე და ავუხსენი, რომ სწორედ ამ სახლში ვცხოვრობდი და ერთმანეთს უნდა დავმშვიდებოდით. სიჩუმე უცნაურად გაუგრძელდა. რიგიანად ამათვალ-ჩამათვალიერა და მკითხა თუ რომელ სართულზე ვცხვრობდი. საჭირო პასუხის მიღებისას კი კიბეები სწრაფად აირბინა და თან ხელით მანიშნებდა "რაღას ელოდებიო?". ცოტათი მეც დავიბენი. ნამდვილად ეჭვი მეპარებოდა უკვე ამ ყოველივეს რეალობასთან სიახლოვის. რას გავაწყობდი? მორჩილად უკან გავყევი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომელ სართულზე შეწყევტდა სიარულს და ასეც მოხდა. სახლის კარების მახლობლად შევჩერდი, კიბის ბოლო საფეხურთან და მის დაბნეულ მზერას ღიმილით დავუწყე ცქერა. იმ წუთას ალბათ ფიქრობდა თუ, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ბინის კარები?! და აღმოჩნდა კიდეც მეტად რთული დილემის წინაშე. ბედნიერებისას თვალები წამით უნდა დახუჭო, რათა კადრებად შემოგრჩეს მომენტი რამაც გაგაბედნიერა. ის ადამიანი კი არასდროს დაკარგო, რომელმაც გაგრძნობინა თუ რა არის სინამდვილეში ბედნიერება. დაიჭირე წამი, ბედნიერებისთვის!
***
-მარტო ცხოვრობ? -მკითხა სავარძელში მშვიდად მოკალათებულმა და თან სწრაფად გადაავლო თვალი ჩემს მოუწესრიგებელ სახლს. -რა გქვია? -მეე? ნანკა. შენ, ლევანი ხო? -ისაც კი არ გახსოვს რა მქვია და ნეტავ ვიცოდე აქ რა გინდა?!-ვუპასუხე უკან მოუხედავად და თან მაგიდაზე მომობნეული ფურცლები ერთად მოვკრიბე. -კითხვაზე არ გიპასუხია! -მარტო ვცხოვრობ? -მშობლები? -მშობლები დიდი ხნის უკან დავკარგე. ან რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამ ყველაფერს? -ვწუხვარ. უბრალოდ მინდა გაგიცნო. -რაში გჭირდება ეს? -ვიცი, რომ კვდები. -მერე რა? -განა მებრალები! -თავის მართლებასავით გამოუვიდა, თუმცა მაინც განაგრძობდა საუბარს. -აქ არც იმიტომ ვარ, რომ შენ კვდები და არც იმიტომ სიმპათიური ხარ. ვიფიქრე, რადგან დღეს უკვე მეორედ გხედავ ალბათ ეს რაღაცას ნიშნავს თქო. -ეგ უკვე მითხარი. -დიდი ხანია რაც ასე ხარ? -ჩემს მდგომარეობას გულისხმობ?-ვკითხე მას. -ხო. რაც ეს პრობლემები დაგეწყო. -სიკვდილი პრობლემა არ არის, რომ მოაგვარო. ეს სიკვდილია. -გეშინია? -მგონი შენი წასვლის დროა! - ნაწერები ზურგ ჩანთაში ჩავალაგე და მისკენ მივტრიალდი -გამიხარდა, რომ შეგხვდი -"სიყვარული ნათელ ფერებში". ეს რას ნიშნავს? -ნაწარმოებია. -მაგას მეც მივხვდი მაგრამ რატომ ჰქვია ასეთი უცნაური სახელი? -ხელში შემორჩენილი ფურცელი გამომართვა და ჩემთვის გაურკვეველი ინტერესით დაუწყო თვალიერება ნაწერს. ხან იქით გადაატრიალა ხან აქეთ თითქოს ნაწერს კი არა ნახატს უყურებდა რომლის თავი და ბოლოც ვერ გაგეგო. -სიყვარული ნათელ ფერებში -დაუსრულებლად იმეორებდა ერთსა და იგივეს. -მოკლედ როგორც გინდა ისე მოიქეცი.-ფურცელი გამოვართვი და ისიც ჩანთაში ჩავაცურე -ჩემთვის უკვე სულ ერთია, რადგან ძალიან მეჩქარება. -ერთი წუთით. -მოულოდნელად სავარძლზე შემოხტა და ღიმილიანი სახით ხელები წინ გაშალა -ნება მომეცი წარმოგიდგინოთ "სიყვარული ნათელ ფერებში" -ხომ არ გაგიჟდი? მეჩქარება. -ორიოდ სიტყვა თუ რას ნიშნავს სიყვარული ნათელ ფერებში და რისი თქმა სურს ამით ავტორს ჩვენთვის.- (ნამდვილი სპექტაკლი დადგა "მოკრძალებულ" სავარძელზე) -მწერალმა ამ ნაწარმოებით არა მხოლოდ დაწერა სიყვარული, არამედ მოგვიხატა კიდეც მეგობრებო. სიყვარული არ ყოფილა მხოლოდ "რომეო და ჯულიეტა" . ის არც მშვენიერი ელენა ყოფილა ლეგენდარული ტროას ომიდან. მიზეზი რის გამოც შეიქმნა "ილიადა". სიყვარული მრავალ ფერთა ერთობლიობაა. სწორედ ახლა ვხვდები თუ რას ხედავდა პარისი, როდესაც ელენას შეჰყურებდა თვალებში. ის სიყვარულის ნათელ ფერებს ამჩნევდა მასში. -საკმარისია-ხელი ძლიერად მოვკიდე და ძირს ჩამოვიყვანე. -მე წავედი! -მეც მოვდივარ. -სად მოდიხარ?- იმის გაფიქრებისას, რომ არც შემდგომში დამანებებდა თავს გადავწყვიტე მისი შემდეგი ნაბიჯი გამეგო. -შენთან ერთად. -კი მაგრამ... -იქამდე არ წავალ არსად, სანამ აქ დარჩენას არ მთხოვ. დამიჯერე ეს ძალიან მალე მოხდება.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გიორგი, შენი ეს ნაწარმოები ძალიან პოზიტიურია. ამ თავამდე თითქოს უფრო გამოსაცნობი იყო როგორ დასრულდებოდა, ახლა ძნელი სათქმელია. ჯერ მარტო სათაური ამბობს ბევრ რამეს... გიორგი, შენი ეს ნაწარმოები ძალიან პოზიტიურია. ამ თავამდე თითქოს უფრო გამოსაცნობი იყო როგორ დასრულდებოდა, ახლა ძნელი სათქმელია. ჯერ მარტო სათაური ამბობს ბევრ რამეს...
2. გავითვალისწინებ. გავითვალისწინებ.
1. თუ რას ნიშნავს სიყვარული ნათელ ფერებში, ძნელია მართლაც პასუხი, რამდენი ადამიანი არსებობს იმდენი აზრი არსებობს,
საინტერესოა რით დამთავრდება ეს შეხვედრა. გაგრძელებას ნუ აგვიანებ, წაკითხული თავების გადახედვა დამჭირდა. თუ რას ნიშნავს სიყვარული ნათელ ფერებში, ძნელია მართლაც პასუხი, რამდენი ადამიანი არსებობს იმდენი აზრი არსებობს,
საინტერესოა რით დამთავრდება ეს შეხვედრა. გაგრძელებას ნუ აგვიანებ, წაკითხული თავების გადახედვა დამჭირდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|