ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2017


მალაყი (ქამარი2)

არ იხმაუროს უდროობამ. უყურადღებოდ
დარჩენილ ქუხილს შეუძლია გამოაღვიძოს
ადამიანი, ფრინველი და ქვეწარმავალი.
რა არ ჩავიცვი დამეფარა პირდაპირობა,
ვერმოხდენილი სახიდან ჯერ მწარე დინება
ხან შევიწყვიტე, ხან სიტყვებმა გამოიჟონეს.
არ იხუმროო სიცოცხლეზე, არ ითრიოო
ფეხი. ქარია, ქარაფია უნდა მოასწრო
ყველა ქმედების აჩემება გაჩერებამდე.
არ იფიქროო ყველაფერზე, უხილავია
სათქმელის მიღმა ჩაქოლილი გულახდილობა.
კადრის გარეშე დარჩენილი ჩარჩოს ღიმილით
მიმეორებდა ბედისწერა არ შეშინდეო
უკანასკნელი მოლოდინის გაცილებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები