უნდა დამთავრდეს, უნდა მორჩეს, უნდა წავიდე, სადაც არავინ მელოდება, სადაც სახლია თხელი კედლებით, საკუთარ თავს სადაც დავიტევ, სადაც ვიქნები ბედნიერი, სადაც ნაღვლიან ფიქრებს არ მივცემ გასაქანს და სადაც ფიქრები ტალღის ხმაურში იძირება. აღარ შემოაქვს შიში ქარს, წვიმას - სიცელქე და კარგად ვიქნები. კარგად ვიქნები. არ იქნება, რაც გარშემოა. უნდა წავიდე, უნდა მორჩეს, უნდა დამთავრდეს აწმყო, წარსული, ყველაფერი, რასაც მივტირი. უნდა წავიდე, სანამ წასვლის ნებას დამრთავენ. უნდა წავიდე, სანამ გული გასკდა კვირტივით. უნდა წავიდე, სადაც მისვლა არის მოტივი. უნდა წავიდე, სანამ წვიმს და სანამ ქარია. უნდა წავიდე ლაჩარივით, ჩუმად, ლოთივით. უნდა წავიდე, სადაც სხვები აღარ არიან. უნდა წავიდე, გავეცალო მტვრიან მიმიკებს. უნდა წავიდე, სადაც ღამეს თეთრი ფერი აქვს, სადაც არავინ დამხვდება და სადაც მიმიღებს ჩემივე თავი, სადაც ცივი არის კერია. უნდა წავიდე…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა ყველას. ანანე ასი პროცენტით გეთანხმები დამღლელი ხდება ბოლოს. ვეცადე და ვერ მოვიფიქრე როგორ შემეცვალა და ბოლოს ისევ ასე დავტოვე. მადლობა ყველას. ანანე ასი პროცენტით გეთანხმები დამღლელი ხდება ბოლოს. ვეცადე და ვერ მოვიფიქრე როგორ შემეცვალა და ბოლოს ისევ ასე დავტოვე.
7. კარგია კარგი. ესე ნეტა ყველა წერდეს აქ. გადმოაშხვარშხვალებენ 14 სართულიან აბდაუბდა ჩანაწერებს რა და პოეზიაა თურმე, თან რო მოწონთ ტო და მერე წაიკითხავენ ეგეთ ნაწერებს და შენიშვნებს რო უძებნიან ერთის არიყოს და პოეზიის მამაძაღლები . წარმატებები შენ პაპუნა და ყველას ვინაც იცის რაარის და პატივს სცემს პოეზიას. კარგია კარგი. ესე ნეტა ყველა წერდეს აქ. გადმოაშხვარშხვალებენ 14 სართულიან აბდაუბდა ჩანაწერებს რა და პოეზიაა თურმე, თან რო მოწონთ ტო და მერე წაიკითხავენ ეგეთ ნაწერებს და შენიშვნებს რო უძებნიან ერთის არიყოს და პოეზიის მამაძაღლები . წარმატებები შენ პაპუნა და ყველას ვინაც იცის რაარის და პატივს სცემს პოეზიას.
6. მე არ მომეწონა მე არ მომეწონა
5. მომეწონა, მაგრამ ჟღერადობისთვის ცოტა ნაკლები განმეორება რომ ყოფილიყო უფრო მომეწონებოდა. ქმნის იმ ეფექტს, რაც ჩაფიქრებულია, მაგრამ გადაჭარბებული მეჩვენა. მომეწონა, მაგრამ ჟღერადობისთვის ცოტა ნაკლები განმეორება რომ ყოფილიყო უფრო მომეწონებოდა. ქმნის იმ ეფექტს, რაც ჩაფიქრებულია, მაგრამ გადაჭარბებული მეჩვენა.
4. წადი, სადაც კარგად იქნები.
მომეწონა. წადი, სადაც კარგად იქნები.
მომეწონა.
3. ზოგიერთი სტრიქონი განსაკუთრებულია. ჯამში - საინტერესო. მომეწონა. ზოგიერთი სტრიქონი განსაკუთრებულია. ჯამში - საინტერესო. მომეწონა.
2. ძალიან კარგია, ესეც, და წასვლაც. + ძალიან კარგია, ესეც, და წასვლაც. +
1. ყველა ადამიანს როგორ სტკივა საკუთარი თავიც და ყოფაც... საკუთარი უადგილობა სტანჯავს, ვერ გაუგია სადაცაა რატოა იქ და გარბის და გაურბის ყველას და ყველაფერს, მათ შორის საკუთარ თავსაც ... თუ წახვალ და იქ საკუთარი თავი მიგიღებს ძალიან მაგარია! ე.ი. კერია ბოლომდე არც გაციებულა ... წარმატებები ! +++++ ყველა ადამიანს როგორ სტკივა საკუთარი თავიც და ყოფაც... საკუთარი უადგილობა სტანჯავს, ვერ გაუგია სადაცაა რატოა იქ და გარბის და გაურბის ყველას და ყველაფერს, მათ შორის საკუთარ თავსაც ... თუ წახვალ და იქ საკუთარი თავი მიგიღებს ძალიან მაგარია! ე.ი. კერია ბოლომდე არც გაციებულა ... წარმატებები ! +++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|