ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2017


ეძღვნება გოგონას რომელსაც მამა გარდაეცვალა

შორს, ცის ქალაქში კიდევ ერთი აინთო ლამპა,
ჩაქრა თვალები და ნერვები სხეულს ლამბავენ.
მე მოგიყვებით ერთ გოგოზე პატარა ამბავს,
ასე იწყება მისი ამბავი:
შორს ცის ქალაქში კიდევ ერთი აინთო ლამპა.

აქ კი ხალხია, სუფრებია, ჭამენ და სვამენ.
აღიზიანებს ყველაფერი. მხოლოდ მოგონე-
ბებია ტკბილი. გოგონები უყვართო მამებს,
ამბობენ, ხოლო როგორ უყვართ მამა გოგონებს

ამის შესახებ არ იციან. - რა არის ცოდნა?!
- რა არის ძალა?! - გეკითხები სამყაროს ჩამდენს,
ჰე ღმერთო ჩემო, შენ რომ გწამდეს ღმერთი სულ ოდნავ,
სულ ოდნავ მაინც ღმერთო შენი თავის, რომ გწამდეს...

შორს ცის ქალაქში კიდევ ერთი აინთო ლამპა,
დაშრა თვალები, დადნა თოვლი, გაქრა საყურე,
ამაზე დიდი არ არსებობს ტკივილი ალბათ,
ზის გოგონა და მოციმციმე ზეცას გაჰყურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები