ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2017


ლოყას მივუშვერ

  ლოყას მივუშვერ
მიმზერს იმედის მრუდი აჩრდილი,
კირჩხიბი ითვლის ელამ  ნაბიჯებს,
თავის ქალა მაქვს ფიქრით ახდილი,
,,თუს’’ რევანშიზმი გულში აფიცხებს.
ნიაღვრად მომსკდარ  აბოღმილ ტალღას,
წალეკვა უნდა აწმყოს ნაპირის,
თუმცა ამ სურვილს ეჭვები ახლავს,
თავზე მადგას და ისე დამცინის.
,,ორჯერ ერთ წყალში შესვლის სიბრძნეში,’’
წარსულის ცხრილით, მომავალს ვხელავ,
არ მიმართლებდა ღმერთო, მიდღემჩი,
იქნებ,  ამჯერად გამიჭრას ბედმა ... 
მერე? ... ჰო!  მერე! ... რას ვიზამ,  ვიცი -
ბუღა  ლექსებით  გადავხნავ ახოს,
ტარიელივით სიყვარულს ვიხსნი,
,,სიცოცხლის ხეზე ‘’  დავამჩნევ ნაჭდობს.
იყო და აღარ იქნება აწი,
ქედმოდრეკილი ნიშანი კითხვის,
,, კეისარი ვარ!  და ხიდი დავწვი!’’
ამის შემდგომად ვერავინ იტყვის!
მიმზერს იმედი, სხივთა კონიდან,
არ ვთვლი კირჩხიბის ელამ ნაბიჯებს,
ანგელოზების გუნდი მოფრინდა
და რევანშიზმი  ,,თუს''  ვერ ამიქნევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს