ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2017


მაგის პასუხი ექსპრომტად

        მაგის პასუხი
        ექსპრომტად
გეფიცებით,  წინაპრების იქორს,
კავკასიის მთების სუნთქვა მესმის,
ხორცი სულთან შეერთებას ითხოვს,
მრავალგზისად აღდგენილი ფერფლით.
ეპოქებში ისტორიის დამწერს,
დროს, ულმობელს ახსოვს  ჩვენი ჯიში,
მაგრამ ლოდად გულზე მძემედ გვაწევს,
ღალატი და მას მაინც არ ვიშლით.
ვინ დათვალა, მამა-პაპის ცრემლი,
წვეთ-წვეთობით დაღვენთილი სისხლი,
ჟამთავნობა გაჟღენთილი წყევლით,
დაურღვევი,  ღვთაებრივი ფიცი?
გეფიცებით, წინაპრების იქორს,
კავკასიის მთების სუნთქვა მესმის,
სიზმრად ვხედავ გაბრწყინებულ  ,,დიდგორს,’’
,,ვეფხისტყავით’’ ქართვლს გვიმოსავს მესხი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები