ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2017


* * *

უერთმანეთო დღეებია. ასეთ დროს წერა,
გამოსავალი სულ არ არის ანდა პირიქით...
ზიხარ და ფიქრობ, რომ ცხოვრება უბრალოდ წრეა,
სადაც გზები და ბილიკები, თუნდაც ირიბად,
ერთმანეთს კვეთენ და საზღვრებიც ისე გბეზრდება,
როგორც ბავშვობისდროინდელი, ძველი ფობია,
სიტყვების მიმართ, მათ რიგშია: „მანკი“, „ეგზემა“,
კიდევ ათასი სისულელე, შენ კი მშობლიურ,
დროში გამოცდილ და უტყუარ მეთოდს მიმართავ
ანუ სასმელთან მიძალებით ტკივილს იქარვებ,
რადგან საერთოს ვეღარაფერს ხედავ იმათთან,
ვისთანაც ხშირად მოდიოდი, მაგრამ იქამდე,
იყავით ერთად, ვიდრე გზებიც გქონდათ საერთო,
სანამ გესმოდათ ერთმანეთის, თანაც უთქმელად,
იყავით ახლოს, ერთმანეთის მსუბუქ ჰაერთან
და უფრო ახლოს, ოღონდ მძიმე (ამო)სუნთქვებით
და ამ მომენტებს არ უჩანდა წერტილი, ბოლო,
ერთი შეხედვით ყველაფერი იყო უზადოდ...
გულის სიღრმეში ვიცინოდით, სიღრმეში, მხოლოდ,
როგორც ჩანს, თავებს ვიტყუებდით, თვალებს ვხუჭავდით.
უერთმანეთო დღეებია. ასეთ დროს წერა,
გამოსავალი სულ არ არის ანდა პირიქით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები