ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2017


დააგვიანეთ "თეთრი სიბერე"...

შეხედეთ იმ კაცს, ქუჩის ბოლოს, ყავარჯნით ხელში
დაღლილ მზერაში სიყმაწვილე რომ ჩარჩენია,
"თეთრი სიბერე" მუდმივ მდგმურად რომ  "უდგას" თმებში,
ბალღური ღიმი წვერის "ფსკერზე" რომ დარჩენია.
იმ ქალს უყურეთ, ლურჯი ჩანთით, "დაჩაგრულ" მხრებზე
ვერცხლის გრეხილი რომ შეუკრავს დაფიფქულ თმებით,
მძივად ასხმული ნაოჭები რომ უბამს ყელზე,
ქუჩის ბოლოსკენ რომ მიილტვის "კეთილი" გზებით.
ახლა კი კარგად დააკვირდით იმ ცეროდენას
ასკინკილით რომ დაირბინა მწვანე მინდვრები,
თვალდახუჭულმა რომ დაიწყო პეპლების დევნა,
უდარდელად რომ  მიმოფანტა ჭრელი ფიქრები.
იმ გოგო-ბიჭთა გუნდს უცქირეთ თვალის დაღლამდე
ესა მესათი რომ ხვდებიან  მეგობრის წყვილში,
შეწყვეტილ თამაშს რომ აგრძობენ ბინდის დაყრამდე,
რომ არ ნაღვლობენ, ჯერ სახლობენ ქუჩის საწყისში...
წლების ბრალია ის სიშორე, ის ბრიყვი "ტექსტი"
ცხოვრებამ ურყევ დევიზად რომ უქცია "რწმენას",
აპრილ მოსხმული    ბავშვობა რომ ექოდ ჩაესმის
დეკემბერისფერ, გაშიშვლებულ სიბერის სმენას.
წლების ბრალია დროსთან უხმოდ დებული ზავიც,
წლების ბრალია საწყისის ცვლა სწრაფი სასრულით,
უკვე დრო არის დროს მოვთხოვოთ ახალი "ნავი",
დააგვიანოს, გადაწიოს ის... დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები