ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2017


ადამიანურ

ადამიანები გარშემო -ირგვლივ,
დადიან,
ბჭობენ,
ერთმანეთს გმობენ
რა რჩება ირგვილ
თუ აღარ ძმობენ?
მხოლოდ ადამი... ცალკეა -ობენ
სულიერება დაკარგეს გზად და...
გრძნობები აწ და
მათ გულებს აცდა,
ადამიანი ასეთი სახით
არ უნახია
არასადროს კაცთა.
აპოკალიფსი
ცოტათი ახლოს
თუმცა აქაა
მათ გულში სახლობს
ადამიანი -ადამიანურ
ადამიანად
დადის და "ხალხობს"

პ.ს

გადავიღალე არ ვიცი რით?!
ალბად სწორედაც ამ არაფრით



















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები