ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორია მარიამი
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2017


შიში (ასი სიტყვა-ლექსების გამოფენა 2017)

ვიწრო დერეფნის ბოლო ოთახის კარებთან ვარ ატუზული.შენ ოდნავ მოშორებით ზიხარ.
ველოდებით...
პასუხი იგვიანებს.
კარს ფრთხილად ვაღებ,ჩურჩულით ვკითხულობ:
–შეიძლება?
–შემოდი...
ექიმი ფურცლებს მაწვდის,გაუგებარი სიტყვებით გავსებულს.ჩვევად მაქვს,ყოველთვის ყველაფერს ბოლოდან ვიწყებ.კითხვასაც.
ყველაფერი იმაზე ცუდადაა,ვიდრე წარმოვიდგენდი.აქ ასე წერია.ექიმის თვალებშიც იგივეს ვკითხულობ.
დაავადება: პროგრესირებადი
შენ შემოდიხარ,ხელჯოხს ეყრდნობი,თვალებში შიში და გადარჩენის იმედი თანაბრად გაქვს.
უკანასკნელ ძალებს ვიკრებ,ექიმს თვალებით ვუთანხმდები,ღიმილით გეგებები:
–მამა,ყველაფერი იმაზე კარგადაა,ვიდრე წარმოვიდგენდით.
3 თვის შემდეგ:
დაავადება: ქრონიკულად პროგრესირებადი
თვეებია ისე ოსტატურად გატყუებ,ეჭვსაც ვერ შეიტან.
ახლა თვალებში შიში აღარ გაქვს.
გატყუებ,თუმცა ორივეს გვჯერა,რომ შენ გადარჩები.
მე გადაგარჩენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები