ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2017


ბოლომდე სათქმელი

    ბოლომდე სათქმელი
ღმერთო! მოგმართავ მცირედი თხოვნით,
მუხლმოდრეკილი  ,,უძღები შვილი,’’
ამ სამყაროში შემთხვევით მოვხვდი,
ადამიანად შემთხვევით ვიშვი!
ნებაა შენი  ,,მოსვლაც’’  და  ,,წასვლაც,’’
თუმცა სატანაც იღიმის ზოგჯერ,
მართლა არ ვიცი! ... არ ვიცი, რა ვქნა?!
ანგელოზს  ,,მივდევ,’’  ეშმაკი  ,,მომდევს;’’-
,,სიკეთის მარცვლით’’ სავსე მაქვს ცხრილი,
ხნულში ჩამდგარი ვარ  ,,გუთნის-დედა,’’
დავალებულიც გავეცი წილი
და სიტყვის თქმასაც ამიტომ ვბედავ;
მე, რამდენჯერაც  ,,დავდევი ქვაზე,’’
ჩაყლურჭებული გული, სიკეთით,
იმდენჯერ მხოლოდ სიავე ვნახე,
შეყრილ ჭირ-ვარამს ოფლად ვიდენდი;
სიკეთეს ფასიც არა აქვს ჩირის,
,,დაბრმავდა’’  უკვე და წინ არ მხვდება,
სულის საამო სიოც არ იძვრის,
ვცოცხლობ და ვცხოვრობ მხოლოდ ნახევრად!
მე, სათხოვარი არა მაქვს,  ღმერთო!
არ დამშრეტია  ,,ობოლი ცრემლი,’’
სიმართლე სულში კელაპტრად მენთო,
მაგრამ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები