ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2017


***

ყველა ოცნება ვერ ახდება, რასაც ვისურვებთ,
მზეზე ვერ  გავფენთ სულს, ნესტისგან გაშრესო იქნებ..
ვერც ტონალურით დავუფარავთ ცოდვილ ფისურებს,
ვერც მის წიაღში ცოცხლადშობილს, ვერ შევცვლით ფიქრებს..
ვის რად ჭირდება,  ყველას მისის ტარება უჭირს
თორემ  გაყიდდით, დახლთან დგომა გშვენით, იმგვარად,
ყველა მცდელობა,  სარფიანი, გამოდგა ფუჭი,
ვერ  ისინათლა, ვერ  იშუქა და ვერ იკვარა..
წაიღეთ  თქვენი  ნიღბიანი  ჰაბიტუსები,
არც მსახიობებს არ ჰგავხართ და აღარც  მასხარებს,
მე თუ ოდესმე უფლისაგან დავიტუქსები,
ალბათ იმიტომ,  კაცს ვაცისგან რადგან ვანსხვავებ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები