ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2017


მამელუქებო!

      მამელუქებო!
მამელუქებო! ეპოქებმა შეიშვრეს ცრემლი,
მარადისობამ საფლავებიც დაფარა ქვიშით,
პირამიდები, უკვდავების ჟამთასვლის მცველნი,
,,ჰაეს’’ ლოდინში  სილაჟვარდეს უმზერენ შიშით;
მამელუქებო! პირამიდებს ნაჭდევად დარჩათ,
,,სისხლის ყივილი’’ ალესილი  ჯვარცმულ ხმლის ფხაზე,
მაგ წარსულიდან სამწუხაროდ მერმისი არ ჩანს,
და ხვიჩას აკვანს ქართველები ხსოვნისთვის ვარწევთ;
იბრაჰიმ-ბეის*  დედის  მოთქმა შეახმა აწმყოს
მუჰამედ-ბეის*  ნასახლარზეც ,,აყვავდა’’ ხავსი,
ცირას უსაზღვრო, სევდიანი თვალების ამბორს,
ტეხურის ცხევლის სურნელება  ცრემლებად დასდის.
მამელუქებო! გულმოდგინედ გდარაჯობთ სფინქსი,
ფარაონების ნაგეში და ნაწრთობი რწმენა,
ბრუნავს სამყარო შემოქმედის  ნაშობი სიტყვით
და უჭირს მერმისს წარსულისკენ მუდმივად ცქერა.
მამელუქებო! დავიწყების არ გელით ჟამი,
დროს ეშინია  ქვეყნად მხოლოდ  პირამიდების,
მარადისობას ეპოქები  მოუხნავს  ძალით,
თქვენც, მომავალში ქვის სფინქსებად ჩამოიქნებით!
- - - - - - - - - -
იბრაგიმ- ბეი შინჯიკაშვილი, ცნობილი გამონათქვამის ავტორი:
,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვაგან, ვიდრე ათასი ქართველი
თავის ქვეყანაში.’’ ეგვიპტის მმართველი.
მუჰამედ-ბეი  კატამიში - პირველი მამლუქი-ბეი, რომელმაც თავისი
სახლი (არაბ. ბაით) შექმნა. მოკლეს შეთქმულებმა.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები